სიახლეები

პრემიერა რუსთაველის თეატრში – “გენმოდიფიკაცია”

ნანა სეფაშვილი
“გენმოდიფიკაცია”

17, 18, 21 და 22 დეკემბერს რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე წარმოგიდგენთ პრემიერას თუმანიშვილის ფონდისა და რუსთაველის თეატრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში “პიესა რუსთაველის თეატრისთვის” ექსპერიმენტულ სცენაზე დაიდგა, ახალგაზრდა ქართველ დრამატურგთა კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთი პიესა.

რეჟისორი – ნიკა ჩიკვაიძე
მხატვარი – თამარ ჭავჭანიძე
ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე
რეჟისორის თანაშემწე – თეა მარგველაშვილი

მონაწილეობენ:
ნინო არსენიშვილი, სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე, ედმონდ მინაშვილი, ქეთი სვანიძე, ნანა ფაჩუაშვილი, ნიკა ქაცარიძე

სპექტაკლის შესახებ:
აფსურდის დრამის პიესა “გენმოდიფიკაცია” აპოკალიფსის ალტერნატიული ვარიანტს გთვაზობს. აქ არც უცხოპლანეტელები ანადგურებენ დედამიწას და არც მიწისძვრები ანგრევს ჩვენს ცივილიზაციას.
პიესაში ცხოველურ საწყისებთან დაბრუნებულ ადმაიანებს ვხვდებით, ადამიანებს რომლებსაც კუდები, ფარფლები, რქები და სხვა ცხოველისთვის დამახასიათებელი ნაწილები აქვთ. ქალაქში გავრცელებულია დაავადება, რომელიც გენმოდიფიცირებული საკვებიდან გადადის, თევზის გენის მქონე პომიდვრიდან ან თუნდაც თაგვის გენის ვაშლისგან.
დაავადებულ ადამიანებს აძინებენ, გადაჰყავთ შენობაში, რომელიც ძალიან გავს ჩვეულებრივ საცხოვრებელ კორპუსს და გაღვიძების შემდეგ ისინი ებმებიან თამაშში, რომელიც რეალობის დავიწყებას გულისხმობს. ცდილობენ დაიჯერონ, რომ თითქოს ახალ ნაყიდ სახლში გადმოვიდნენ, ბარგს ალაგებენ და მშვიდად საუბრობენ სხვადასხვა თემაზე.
კარანტინში მყოფ დაავადებულ ადამიანებს სიცოცხლის ბოლო წუთებიღა დარჩათ, 24 საათის შემდეგ თითოეულ მათგანს მოკლავენ, თუმცა სიცოცხლის უკანასკნელ საათებშიც კი ისინი ცდილობენ მოიპოვონ თანამდებობა, გავლენიანი ნაცნობები და იშოვნონ თუნდაც ერთი დოლარით მეტი.

დასაწყისი: 19:00

Back to top button