15, 16 ნოემბერი
პრემიერა რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე
თუმანიშვილის ფონდისა და რუსთაველის თეატრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში “პიესა რუსთაველის თეატრისთვის” ექსპერიმენტულ სცენაზე დაიდგა ახალგაზრდა ქართველ დრამატურგთა კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთი პიესა
ალექსანდრე ლორთქიფანიძე
“კ უ ნ ძ უ ლ ი”
ერთ მოქმედებად
რეჟისორი – დავით ჩხარტიშვილი
მხატვარი – თამარ გურგენიძე
კომპოზიტორი – მერი ბეროშვილი
ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე
ვიდეო ინსტალაცია – ნიკოლოზ გაგლოშვილისა
რეჟისორის თანაშემწე – რუსუდან ბარბაქაძე
მონაწილეობენ:
- ლელა ახალაია
- გოგა გველესიანი
- თამთა ინაშვილი
- ნათია კვაშალი
- ნინო მაყაშვილი
- ნიკა ქაცარიძე
- გეგა ჩხაიძე
- ლაშა ჯუხარაშვილი
სპექტაკლის შესახებ:
“იდეალური სამყაროს” შექმნის იდეით შეპყრობილი ადამიანი ანადგურებს ყველაფერს, რათა შემდგომ ახალი შექმნას. მოქმედება ერთ კუნძულზე მიმდინარეობს. დარჩენილია ოთხი ადგილობრივი მცხოვრები და მისიის შემსრულებელი ოთხი აგენტი. სიტუაცია უკიდურესად იძაბება. აგენტები მაინც ახერხებენ ყველას განადგურებას. მისია დასრულებულია… საბოლოოდ, “შეფი” თავისიანებსაც არ ინდობს. არც მათი ადგილია “იდეალურ სამყაროში” და ალბათ ამიტომ. თუმცა, ვინ იცის, თავად “შეფის” ადგილი კი არის იმ სრულყოფილ სამყაროში?
დასაწყისი: 19:00