სიახლეები

პრემიერა რუსთაველის თეატრში – “მიზანთროპი”

23, 24 დეკემბერი
პრემიერა რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე
ჟან-ბატისტ მოლიერი
„ მ ი ზ ა ნ თ რ ო პ ი “
დრამატული კომედია ერთ მოქმედებად
აღწერასპექტაკლზე მუშაობდნენმონაწილეობენ

„სამართლიანობის და პატიოსნებისთვის მებრძოლი ალცესტისთვის ცხოვრება ადვილი არ არის. ყოველ ფეხის ნაბიჯზე აწყდება ადამიანთა მანკიერებებს: უსამართლობას, პირფერობას, უგუნურთა თავხედობას და… ვინ მოთვლის კიდევ რამდენი რამ უმწარებს ცხოვრებას  მელანქოლიკ ალცესტს. მაგრამ უმწარებს კი? ის თითქოს კმაყოფილია ადამიანთა მანკიერებებით, რადგან თავის მორალურ უპირატესობას გრძნობს და ეს უფლებას აძლევს  კაცობრიობა მოიძულოს,  „ბრძოლა გამოუცხადოს“. ალცესტს მშვენიერი სელიმენა უყვარს, ნაადრევად დაქვრივებული, ცხოვრების მოყვარული ლამაზმანი. ქალი დროს მხიარულად ატარებს და  ყველა კაცს ეკეკლუცება.  მართალია, სელიმენას ალცესტი უყვარს, მაგრამ ყველაფერს საითარი თავისუფლება ურჩევნია. ალცესტს სელიმენასთან ერთად საზოგადოებისგან გაცლა და უდაბნოში განმარტოება განუზრახავს, მაგრამ სატრფოს  დათანხმება რთულია…“

[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • თარგმანი: გოშა გორგოშიძისა და ნინო კანტიძის
  • რეჟისორი: გოშა გორგოშიძე
  • მხატვარი: ნინო თათარაშვილი
  • მუსიკალური გაფორმება: ია საკანდელიძისა
  • ქორეოგრაფები: კოტე ფურცელაძე, ცისია ჩოლოყაშვილი
  • რეჟისორის თანაშემწე: რუსუდან ბარბაქაძე
[/lists]
[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • მანანა აბრამიშვილი
  • ლელა ახალაია
  • გოგა ბარბაქაძე
  • პაატა გულიაშვილი
  • კახა კუპატაძე
  • ქეთი სვანიძე
  • ბექა სონღულაშვილი
  • ბაჩო ჩაჩიბაია
  • ლაშა ჯუხარაშვილი
[/lists]
Back to top button