თომას ბერნჰარდი
სანახაობის მომწყობი
სპექტაკლზე მუშაობდნენ:
- თარგმნა: მაია ფანჯიკიძემ
- რეჟისორი: ქრისტიან პაპკე
- მხატვარი : ხათუნა ხუნდაძე
- კოსტიუმების მხატვარი: ანა ნინუა
- კომპოზიტორი: მანანა ხუნდაძე-ლემანი
- ქორეოგრაფი: კოტე ფურცელაძე
- რეჟისორის ასისტენტი: დავით ნიკოლაძე
- თარჯიმანი: მაია ლიპარტელიანი
- რეჟისორის თანაშემწე: მარინა ამაღლობელი
მონაწილეობენ:
- თენგიზ გიორგაძე
- მარინა კახიანი
- რუსუდან მაყაშვილი
- ალექსანდრე
- მიკუჩაძე-ღაღანიძე
- ნიკოლოზ ქაცარიძე
- დარეჯან ხარშილაძე
- ქეთევან ხიტირი
სპექტაკლი დაიდგა ავსტრიის რესპუბლიკის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით
13,14,22 თებერვალი
დასაწყისი: 19:00
ქრისტიან პაპკეს ბიოგრაფია
ტრაგიკომედია ერთ მოქმედებად
ქრისტიან პაპკე არის საერთაშორისო მასშტაბის თეატრისა და ოპერის, ასევე დოკუმენტური ფილმების რეჟისორი. პაპკე დაიბადა შევეიცარიაში გერმანელების ოჯახში, გაიზარდა ბრაზილიაში ხოლო ამჟამად ცხოვრობს ვენაში. ის სწავლობდა თეატრს, ლიტერატურას, სოციალურ-ეკონიმიკურ მეცნიერებებს (Mag. Rer. Soc Oec.) და ფილოსოფიას (Mag. Phil.) ვენაში, პარიზში, სან პაულოში, რიო დეჟანეიროსა და ჰამბურგში. ვენის უნივერსიტეტში მუშაობდა ლექტორის ასისტენტად, ხოლო პარალელურად ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის საცეკვაო ჯგუფს, რომელსაც მთელი ევროპის მასშტაბით ჰქონდა მიღწევები. 2001 წელს დაიცვა დოქტორის ხარისხი (PHD). 2001 წელს ქრისტიანმა სარეჟისორო კარიერა დაიწყო თავისი პირველი ნამუშევრით დორფმანის „სიკვდილი და ქალწული“. მას შემდეგ შექმნა 30 მუსიკალური წარმოდგენა, ოპერა და თეატრალური სპექტაკლები. მისი ბოლო საოპერო ნამუშევარია „დონ ჯოვანი“ ნაციონალურ ოპერის თეატრში (National Opera House), ტიმისოარას ნაციონალურ თეატრში National Theatre Karlsruhe დადგმული აქვს თავისი პიესა „Agnes“ (პიტერ სტამის ნოველის მიხედვით) და „Eve of Retirement“ (ტომას ბერნჰარდი), ასევე ოპერატა „მხიარული ქვრივი“ (ფრანც ლეჰარი) ნაციონალურ ოპერაში, ქალაქ ტირანაში. 2003 წელს პაპკემ დაარსა მცირე ორგანიზაცია, რომლის არსებობის პერიოდშიც (2010 წლამდე) მან ორგანიზება გაუწია 170 მცირე ღონისძიებას, კონცერტსა თუ კითხვის საღამოს. ორი წლის შემდეგ, 2005 წელს ქრისტიანმა წამოიწყო ინტერკულტურული ინიციატივა „საუბარი საზღვრების შესახებ“ (“Talking About Borders”) რომლის ფარგლებშიც აღმოსავლეთ ევროპისთვის ჩამოაყალიბა დრამატული კონკურსი, დღესდღეობით აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე დიდი საერთაშორისო თეატრალური პრიზი. ამ ინიციატივამ ევროპისა და საერთაშორისო საქმეთა სამინისტროს ავსტრიასთან თანამშრომლობას ჩაუყარა საფუძველი: ის გახდა ორმხრივი და საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელი. პაპკე ასევე აირჩიეს ავსტრიელ მწერალთა, პოეტთა და ნოველისტთა კავშირის (Austrian PEN Centre) ყველაზე ახალგარდა წევრად. 2007 წლიდან 2011 წლამდე ის იყო ამავე კავშირის წევრი. 2012 წელს ბულგარეთის კულტურის მინისტრმა დააჯილდოვა ის კულტურათაშორისო მიღწევებისთვის. 2013 წელს ავსტრიულ-გერმანულმა სატელევიზიო არხმა BR-Alpha შესთავაზა მას კულტურულ და საგანმანათლებლო საკითხებზე საავტორო გადაცემის გაკეთება, რომელიც 2013 წლის შემოდგომაზე გავიდა ეკრანებზე.