10, 15, 16 დეკემბერი
პრემიერა ექსპერიმენტულ სცენაზე
ძიუნძი კინოსიტა
“წ ე რ ო ს ფ რ თ ე ბ ი”
სპექტაკლის შესახებ:
იაპონური ლეგენდა ახალგაზრდა კაცის ამბავს მოგვითხრობს. ამ ყმაწვილის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც მან დაჭრილი წერო გადაარჩინა. მადლიერების ნიშნად ჭაბუკს ლამაზ ქალი ეწვია, მისი ცოლი გახდა, მის ქოხში დასახლდა და ისეთი შესანიშნავი ქსოვილი მოუქსოვა, რამაც იქაური ვაჭრების დიდი ინტერესი გამოიწვია. ქალ-ვაჟის უანგარო სიყვარულსა და სიკეთეს ვაჭართა ანგარება და მოხვეჭის სურვილი დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, მათ მიზანს მიაღწიეს. საბრალო გლეხმა დაკარგა საყვარელი არსება და კვლავ მარტოსულად დარჩა.
- თარგმანი – მზიალა ხუციშვილისა
- რეჟისორი და ქორეოგრაფი – გიორგი ოსეფაშვილი
- მხატვარი – მირონ შველიძე
- კოსტიუმების მხატვარი – ანა ნინუა
- მუსიკალური გაფორმება – ია საკანდელიძისა
- რეჟისორის თანაშემწე – გრიგოლ თათეიშვილი
სპექტაკლში გამოყენებულია ჯო ჰისაიშის და გუსტავო სანტაოლალას მუსიკალური კომპოზიციები
მონაწილეობენ: ლელა ახალაია, ანდრია თავბერიძე, ნათია კვაშალი, მამუკა ლორია, ირაკლი სანაია, ქეთი სვანიძე, გაგი სვანიძე, ბაჩო ჩაჩიბაია
დასაწყისი: 19:00