სიახლეები

პრემიერა სამეფო უბნის თეატრში – “მარიონეტების ცხოვრებიდან”

22,23 ნოემბერი
სამეფო უბნის თეატრი
მე-20 სეზონის მორიგი პრემიერა
ინგმარ ბერგმანის დრამა
“მარიონეტების ცხოვრებიდან”

მონაწილეობენ: ნანი ჩიქვინიძე, თორნიკე გოგრიჭიანი, ნატუკა კახიძე, გიორგი შარვაშიძე და გაგა შიშინაშვილი
რეჟისორი: სოფიო ქელბაქიანი [თემურ ჩხეიძის სახელოსნო] თარგმანი: გურამ ღონღაძე
მხატვარი: ელისაბედ ჭიჭინაძე [გოგი მესხიშვილის დიზაინის სკოლა]

წარმატებულ ბიზნესმენ პეტერ ეგერმანს ძალიან უყვარს თავისი ცოლი, თუმცა მზადაა ნებისმიერ წამს მოკლას…

“ხშირად გაწყვეტილი, დანაწევრებული თხრობით ვეცადე მაყურებლისთვის სცენები ნივთმტკიცებულების სახით შემეთავაზებებინა, რათა მთლიანად მათთვის მიმენდო გამომძიებლის ფუნქცია. ყოველგვარ განმარტებით თხრობაზე შეგნებულად ვთქვი უარი – ეს საქმე მაყურებელმა თავად უნდა გახსნას. აქ არც ერთი პერსონაჟი არ გააცხადებს სიმართლეს, ან თავის მოტივებს – აქ ხუთივე სხვადასხვაგვარად დამნაშავეა.”

ინგმარ ბერგმანი

Back to top button