სიახლეები

პრემიერა სამეფო უბნის თეატრში – “პრომეთე / დამოუკიდებლობის 25 წელი”

პრემიერა
30 სექტემბერს, 2,8,11 ოქტომბერს,
სამეფო უბნის თეატრი წარმოგიდგენთ დათა თავაძის ახალ სპექტაკლს
“პრომეთე / დამოუკიდებლობის 25 წელი”

 

ტექსტის ავტორები: დავით გაბუნია, დათა თავაძე
სცენოგრაფია და კოსტუმები: ქეთი ნადიბაიძე
მონაწილეობენ: პაატა ინაური, კატო კალატოზიშვილი, მაგდა ლებანიძე, გიორგი ყორღანაშვილი, გიორგი შარვაშიძე, ქეთა შათირიშვილი, გაგა შიშინაშვილი, იაკო ჭილაია
სპექტაკლში გამოყენებულია ესქილეს, ბარკერისა და ბოალის ტექსტები

სპექტაკლის შესახებ:
ცალკეული ადამიანის ბიოგრაფია მთელი ქვეყნის კონცენტრირებული ისტორიაა. სად იშლება ზღვარი ბიოგრაფიასა და ისტორიას შორის და სად იბადება პერსონალური მითოლოგია? აქ ყველა ადამიანი არის გმირი და ყველა გმირი პრომეთესავით მიჯაჭვულია. სამეფო უბნის თეატრი გვთავაზობს გაბედულ სანახაობას, სადაც ტრაგედია მხოლოდ იმიტომ აღსრულდება, რომ მას მაყურებელი ითხოვს.

Back to top button
Close