სიახლეები

პრემიერა სამეფო უბნის თეატრში – “თარგმანები”

1,2 დეკემბერს სამეფო უბნის თეატრი და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ
თემურ ჩხეიძის სპექტაკლს “თარგმანები”

პიესის ავტორი: ბრაიან ფრილი
რეჟისორი: თემურ ჩხეიძე
მხატვარი: ლიზა ჭიჭინაძე (გოგი მესხიშვილის დიზაინის სკოლა)
რეჟისორის ასისტენტი: დათა თავაძე
მონაწილეობენ: დავით ხურცილავა, გაგა შიშინაშვილი
სტუდენტები: ანა-მარია გურგენიშვილი/ნატალია გაბისონია,ნიკა გოგიძე,სოფიო ზერაგია/ლიკა მაისურაძე,გიორგი რაზმაძე,ლევან სარალიძე,ივა ქიმერიძე,ბექა ხაჩიძე,ანასტასია ჭანტურაია

მე-19 საუკუნის ერთ პატარა ირლანდიურ სოფელში ინგლისელი ჯარისკაცები ჩამოსულან, მათი მისია ახალი რუკების შედგენა და გეოგრაფიული დასახელებების ინგლისურ ენაზე თარგმნაა, რაც ქვეყნის ისტორიის გადაწერის ტოლფასია. დიდი ცვლილებების მოლოდინში ვნებები მძაფრდება, პერსონაჟები სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ებმებიან, სადაც სასიყვარულო დრამა პოლიტიკურ ვნებათაღელვას კიდევ უფრო ამძაფრებს. თემურ ჩხეიძე მეორედ მიმართავს თანამედროვე ირლანდიური თეატრის კლასიკოსის, ბრაიან ფრილის ტექსტებს. ამჯერად თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით. ბრაიან ფრილის „თარგმანები“ 1980 წელს დაწერილი მსოფლიოში ცნობილი პიესაა, რომელსაც რეჟისორი ქართული თეატრის სცენაზე პირველად წარმოადგენს.

სამეფო უბნის თეატრი
გ.აბესაძის 10 // *სპექტაკლზე მოქმედებს სტუდენტური ფასდაკლება!

Back to top button
Close