სიახლეები

“სარა ბარა ბზია ბზბოიტ ანუ მე შენ მიყვარხარ”

მოზარდმაყურებელთა თეატრი

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიულ თეატრში 8, 9 და 15 ნოემბერს 19:00 საათზე პრემიერაა.

“ომი, სამუდამუდ რომ დამთვარდეს, ყველამ ჩვენი მიცვალებულები უნდა გავუშვათ ჩვენგან. გავათავისუფლოთ მათი სულები ამ მძიმე ტვირთისგან. უნდა დავივიწყოთ ყოველი ნასროლი ტყვია, ნაცარტუტად ქცეული სახლი, დაღვრილი სისხლი. მძიმე, მაგრამ საჭირო ნაბიჯის გადადგმაა საჭირო, რათა ცოცხლებმა ცოცხლების შეყვარება შევძლოთ.”
“სარა ბარა ბზია ბზბოიტ ანუ მე შენ მიყვარხარ”- არ არის წარმოდგენა კლასიკური გაგებით, ეს უფრო სპექტაკლი-აქციაა, აფხაზურ – ქართულ ურთიერთობებზე საუბრის წამოწყების, მცდელობა მყარად გამჯდარ დამოკიდებულებათა გადაფასების.
სპექტაკლში განსაკუთრებულ როლს თამაშობს მუსიკა, სიმღერა და ქორეოგრაფია. წარმოდგენა არის სიყვარულზე, წარსულზე, მომავალზე, ტრადიციასა და თანამედროვეობაზე. სპექტაკლის შემქმნელები არ ცდილობენ, მაყურებელს თავს მოახვიონ საკუთარი პოზიცია, გაარჩიონ მტყუან-მართალი, არ იძლევიან გადაჭრის მზა რეცეპტებს.
“სარა ბარა ბზია ბზბოიტ ანუ მე შენ მიყვარხარ” პიესის ავტორები არიან დიმიტრი ხვთისიაშვილი, ანა მირიანაჭშვილი. დამდგმელი რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი. დამდგმელი მხატვარი ლომგულ მურუსიძე. კომპოზიტორი და ლოტბარი დავით მალაზონია. ქორეოგრაფი გია მარღანია. ვიდეო პროექცია ლევან გვაზავა.
მონაწილეობენ: ნინო ანდრიაძე, ნათია კუპატაძე, თამარ მამულაშვილი, თამარ ჭანუყვაძე, ია ჭილაია, ნელი ჯავახიშვილი, რატი გოგუაძე, ნიკოლოზ კვანტალიანი, გიორგი მაისურაძე, ნიკა ნანიტაშვილი, გიორგი ყორღანაშვილი, ნუგზარ ყურაშვილი, კახა ჭოლაძე, ვამეხ ჯანგიძე.
თეატრალური პროექტი განხორციელდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

Back to top button