სიახლეები

ახმეტელის თეატრი სეზონს პრემიერით ხსნის “ბედისწერის თეატრი”

2 ოქტომბერს, 20 საათზე, სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში 35 – სეზონი პრემიერით იხსნება, სპექტაკლი გოდერძი ჩოხელის მოთხრობების მიხედვით პირველად დაიდგა ქართულ თეატრში. „ბედისწერის თეატრი“ ირაკლი გოგიამ და ლაშა გოგნიაშვილმა განახორციელეს. (ინსცენირება საბა მეტრეველისა)
ადამიანთა დარდისა და სევდის შემგროვებელი, ამ ქვეყნად მოსვლის მიზანზე ჩაფიქრებული გოდერძი ჩოხელი გუდამაყრიდან, ამ მიკროსივრციდან, ხედავს მთელ სამყაროს და გვესაუბრება იმ მთავარ ფასეულობებსა და ღირებულებებზე, რომელთა გარეშეც ადამიანს გაუძნელდება არსებობა. სიკეთე, რწმენა, ღირსება, სიყვარული, ერთგულება და ბავშვური გულუბრყვილობა-ალალმართლობა თან სდევს ბედისწერის ამ თეატრში მოფუსფუსე პერსონაჟთა ცხოვრებას.

2 ოქტომბერი გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეა, თეატრის ფოიეში გაიხსნება ფოტოგამოფენა – „გოდერძი ჩოხელი გადასაღებ მოედანზე“ – ფოტოები , აფიშები უნიკალური ავტოგრაფებით და ახმეტელის თეატრის მაყურებელს მთელი სეზონის განმავლობაში მისი დათვალიერების საშუალება ექნება.

Back to top button