სიახლეები

პრემიერა თოჯინების თეატრის მშენებარე შენობაში – “გ–ა–თ–ვ–ლ–ა”

თამთა მელაშვილი
გ–ა–თ–ვ–ლ–ა

სამი დღე კონფლიქტის ზონაში – 13 წლის გოგონების თვალით დანახული ომი და ძალადობა. გარემო, სადაც სიკვდილი ჩვეულებრივი ამბავია. მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში ერთადერთი მიზანი არსებობს – გადარჩენა. ამბავი, რომელიც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს – შეიარაღებულ კონფლიქტს არასოდეს არა აქვს გამართლება. “საბას” გამარჯვებული რომანი “გათვლა” სამჯერ დაიდგა გერმანიაში, ერთხელ – შვეიცარიაში. თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის სცენაზე თამთა მელაშვილის რომანს პირველად “გავითვლით”.

ინსცენირება, რეჟისურა, სცენოგრაფია – გურამ მაცხონაშვილი
მუსიკალური გაფორმება – ერეკლე დეისაძე
ტექნიკური რეჟისორი – თამარ მედოევი

მონაწილეობენ: ანიკო ცეცხლაძე, ეკა დემეტრაძე, თეა კიწმარიშვილი, ნინო ნატროშვილი, ნინო პაპიაშვილი, მაია სულხანიშვილი, ნათია შეშაბერიძე, მარიკა ძაგნიძე, მანანა წიკლაური, ნათია ხმიადაშვილი

მაყურებლის ასაკობრივი ზღვარი 18+

თარიღი: 9 და 11 აპრილი, 20:00 სთ.
მისამართი: აღმაშენებლის #136, თოჯინების თეატრის მშენებარე შენობა
საკონტაქტო პირი: თათია კვალიაშვილი – თოჯინების თეატრის პიარ–მენეჯერი / 599 33 87 36
ბილეთის ფასი: 10 ლარი
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ვებ–გვერდზე biletebi.ge

Back to top button