სიახლეები

პრემიერა თოჯინების თეატრში „გოგონა ციდა – ყვავილების ქვეყნიდან“

სეზონის გახსნა
პრემიერა

„გოგონა ციდა – ყვავილების ქვეყნიდან“
(ჰანს ქრისტიან ანდერსენის მიხედვით)

თოჯინების თეატრის 83-ე თეატრალურ სეზონს პრემიერით ხსნის. „გოგონა ციდა – ყვავილების ქვეყნიდან“ – ეს გახლავთ პატარა, საყვარელი გოგონას თავგადასავალი, რომელიც 2 წლიდან ზემოთ ასაკის მაყურებლისთვისაა განკუთვნილი. ფერად, მუსიკალურ და მხიარულ წარმოდგენაში პატარები არაერთ სახასიათო პერსონაჟს შეხვდებიან.

  • ინსცენირების ავტორი: მანანა აბრამიშვილი
  • დამდგმელი რეჟისორი: მაია ლორთქიფანიძე
  • მხატვარი: ირინა ტკაჩენკო
  • კომპოზიტორი: ლიანა მაჭარაძე
  • ტექნიკური რეჟისორი: ნათელა ქენქაძე

მონაწილეობენ: თათია ბაქრაძე, ირინე კუკულაძე, მაია მაზიაშვილი, მაია მალხაზიშვილი, გიორგი მეძმარიაშვილი, რატი ნავაძე, ნინო ნატროშვილი, ნინო პაპიაშვილი, გიორგი ტალახაძე, გივი ქუსიკაშვილი, გიორგი ღონღაძე, ნათია შეშაბერიძე, მარიკა ძაგნიძე, მანანა წიკლაური, ვახტანგ ჭელიძე, ლევან ხიზანაშვილი, ნათია ხმიადაშვილი

სპექტაკლი დაიდგა ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.
პრემიერა 25 სექტემბერს 12:00 საათსა და 14 საათზე
თოჯინების თეატრი დროებით ბაგებში, კუს ტბის ქ. #2–ში, კულტურის ცენტრ “მუზა”-შია
ტელ.: 2 95 28 20; 568 14 51 99

Back to top button