სიახლეები

პრემიერა თოჯინების თეატრში – “მერი პოპინსი”

ალუბლის ქუჩიდან მარჯვნივ თუ გადაუხვევ, ალუბლის შესახვევში აღმოჩნდები, სადაც ერთ მშვენიერ სახლში და–ძმა – ჯეინ და მაიკლ ბენქსები ცხოვრობენ. მათი დედ–მამა იმდენად დაკავებულია ყოფითი და სამსახურეობრივი მოვალეობებით, რომ სულ უფრო ნაკლები დრო რჩება შვილებისთვის. ერთ ქარიან დღეს ბავშვებს გადია ესტუმრებათ – ცოტათი უცნაური, ჯადოსნური ქალბატონი, რომელიც და–ძმის ყოველდღიურ ცხოვრებას წარმოუდგენლად გააფერადებს და გაახალისებს…

ინსცენირება, რეჟისურა და სცენოგრაფია – ელენე მაცხონაშვილის
კომპოზიტორი – შალვა მაცხონაშვილი

მონაწილეობენ: ნინო პაპიაშვილი, მაია სულხანიშვილი, მაია მალხაზიშვილი, მალხაზ გაბუნია, თეა კიწმარიშვილი, ირინე კუკულაძე, გიორგი ტალახაძე, თამთა ბაქრაძე, ნინო ნატროშვილი, გიორგი მეძმარიაშვილი, ნათია შეშაბერიძე, მანანა წიკალური, მარიკა ძაგნიძე, ვახტანგ ჭელიძე, ნათია ხმიადაშვილი, გიორგი ღონღაძე

სპექტაკლი ხორციელდება ქ. თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით.
მაყურებლის ასაკობრივი ზღვარი – 4 წლიდან ზემოთ.

თარიღი: 2 აპრილი, კვირა, 12:00 და 14:00 საათი
მისამართი: კუს ტბის ქ. #2, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრი „მუზა“

Back to top button