სიახლეები

პრემიერა თოჯინების თეატრში “მოხტუნავე პრინცესა”

თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი და ქ. თბილისის თოჯინების თეატრი წარმოგიდგენთ:

პ რ ე მ ი ე რ ა
ლ. დვორსკი
„მოხტუნავე პრინცესა“

ჯადოსნურ სახელოსნოში თოჯინებმა გაიღვიძეს! გაიღვიძეს და იქამდე არ დაწყნარდნენ, სანამ უცნაურ ზღაპარში არ ამოჰყვეს თავი. მოჯადოვებული პრინცესა, თეთრ, მხიარულ რაშზე ამხედრებული უფლისწული, კუდიანი დედაბერი, განრისხებული ჯადოქარი – ყველა ამ პერსონაჟს თქვენ ჩვენს მუსიკალურ ზღაპარში შეხვდებით, რომლის ბოლოსაც ყველა ბედნიერია.

  • ინსცენირების ავტორი: ნათია შეშაბერიძე
  • რეჟისორი: თეა კიწმარიშვილი
  • დამდგმელი მხატვარი: თინათინ ფეტვიაშვილი
  • კომპოზიტორი: თენგიზ ნოზაძე; ლაშა კოვზირიძე
  • ტექნიკური რეჟისორი: ნათელა ქენქაძე

თარიღი: კვირა, 10 მაისი, 12:00 და 14:00 საათი.

მისამართი: კუს ტბის ქ.#2 მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრი „მუზა“.
საკონტაქტო პირი: 599 33 87 36 თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თათია კვალიაშვილი.
სპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით

Back to top button