სიახლეები

პრემიერა თოჯინების თეატრში “მხიარული მზესუმზირა”

სპექტაკლი ყველაზე პატარა მაყურებლისთვის – თოჯინების თეატრი „მხიარული მზესუმზირას“ სახალისო ამბავს მოგიყვებათ. როდესაც თენდება და ცაზე მზე ბრწყინავს, ყველა ბედნიერია. ამ დროს ძნელია, თავი შეიკავო და ყველას არ გააგებინო, თუ როგორ გიფეთქავს გული! ჩვენი მხიარული მზესუმზირა მხიარულმა გუნებამ და მოუსვენრობამ საშინელ ხიფათში ჩააგდო.

გვესტუმრეთ, ერთად ვადევნოთ თვალი ამ მხიარულ ამბავს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, რომ ამქვეყნად ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს

ინსცენირების ავტორი – მანანა აბრამიშვილი
დამდგმელი რეჟისორი – მაია ლორთქიფანიძე
დამდგმელი მხატვარი – ირინა ტკაჩენკო
კომპოზიტორი – ლიანა მაჭარაძე

თარიღი:4 ოქტომბერი, კვირა, 12:00 და 14:00 საათი
მისამართი:კუს ტბის ქ. #2, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრი „მუზა“
გენერალური რეპეტიციები: ხუთშაბათი – 15:00–დან, პარასკევი – 12:00–დან, შაბათს – 12:00–დან (კულტურის ცენტრი „მუზა“).

Back to top button