სიახლეები

პრემიერა თოჯინების თეატრში – “წუნა და წრუწუნა”

პრემიერა
“წუნა და წრუწუნა“
(ა. ცაგარელის პიესის „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“ მოტივებზე)

რეჟისურა და ინსცენირება – ელენე მაცხონაშვილი
მხატვარი – ვახტანგ ქორიძე
კომპოზიტორი – შალვა მაცხონაშვილი

ჩვენთვის კარგად ცნობილი წუნასა და წრუწუნას თავგადასავალი ცნობილი მსოფლიო კინორეჟისორის ინტერესის საგნად იქცა! ნახეთ, როგორ გაართმევენ ჩვენი გმირები თავს პრეტენზიული რეჟისორის ახირებებს და როგორი დასასრული ექნება ფილმს, რომელსაც პირდაპირ თქვენს თვალწინ, თეატრის სცენაზე გადაიღებენ. მუსიკალური, ფერადი და მხიარული სპექტაკლი „წუნა და წრუწუნა“ 3 წლიდან ზემოთ ასაკის მაყურებლისთვისაა განკუთვნილი

თარიღი: კვირა, 28 თებერვალი, 12:00 და 14:00 საათი.
მისამართი: კუს ტბის ქ. #2, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრი „მუზა“

Back to top button