სიახლეები

პრემიერა თოჯინების თეატრში – სპექტაკლი “საქართველო”

პ რ ე მ ი ე რ ა
“ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო”

საქართველოს ისტორია – მრავალი გადატანილი ომის, მტერთან თავდაუზოგავი ბრძოლის ისტორია… მოუსვენარი ცხოვრება ქვეყნისა, რომელსაც ძიძგნიდნენ, ჭამდნენ, მაგრამ მაინც მუდამ გაისმოდა ჩვენი – ქართველების სიმღერისა და ცეკვის ხმა! დიახ, ყველგან და ყოველთვის ისმოდა ეს ხმა – შრომის, მოსვენების, გაჭირვებისა თუ ლხინის დროს! და მერე ვინმე, უცხო ქვეყნიდან მოსული, მხრებს აიჩეჩავდა და იტყოდა – ეს ქართველები რა უცნაური ხალხია – სულ ომი აქვთ და რა აცეკვებთ, ან რა ამღერებთო… ჩვენ გიამბობთ საქართველოს ისტორიას, გიამბობთ სიმღერით, ცეკვითა და ბრძოლით! გიამბობთ სევდანარევი სიყავრულით… ეს იქნება ჩვენი ხელებით ნაამბობი საქართველოს ისტორია – ხელებით, რომლებსაც ყველაფერი შეუძლიათ!

  • ინსცენირება, რეჟისურა და სცენოგრაფია – ნიკოლოზ საბაშვილი
  • მუსიკალური გაფორმება – თამაზ იმნაძე

თარიღი: კვირა, 8 მარტი, 12:00 და 20:00 საათი.

მისამართი: კუს ტბის ქ. #2, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრი „მუზა“
საკონტაქტო პირი: 599 33 87 36 თათია კვალიაშვილი (პიარ–მენეჯერი)

Back to top button