სიახლეები

პრემიერა თუმანიშვილის თეატრში – “ჩუმი ღამე”

3,4,5, ოქტომბერს 20:00 სთ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მცირე სცენაზე გაიმართება სპექტაკლის პრემიერა „ჩუმი ღამე“ (რეჟისორი ია გოგიშვილი). სპექტაკლი განხორციელდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით და მიეძღვნა შალვა გაწერელიას ხსოვნას.

ავტორი – ჰაროლდ მიულერი
რეჟისორი და ინსცენირების ავტორი – ია გოგიშვილი
რეჟისორის ასისტენტი – გიორგი ჩალაძე
მუსიკალური გაფორმება, სცენოგრაფია – ია გოგიშვილი
ტექნიკური რეჟისორი – თამარ სესიაშვილი

მონაწილეობენ:
დარეჯან ჯოჯუა, ნიკა ჩხაიძე

რეჟისორის ხედვა:
მსოფლიოში ბევრ ქვეყანაში დიდი ხანია არსებობს მოხუცთა თავშესაფარები, რომლებსაც პარადოქსია, დაცინვა, თუ სპეციფიკური იუმორი , არავინ იცის , მაგრამ „გამძლე მუხებს“ „მეხამრიდებს „ არქმევენ !… სპექტაკლში მამაკაცი აკითხავს მოხუცებულთა თავშესაფარში მცხოვრებ დედას, რომელიც თავის სიმარტოვეში ყოველდღიურად თვითმკვლელობის „რეპეტიციას“ გადის და ახლა კი ჰგონია , რომ საშობაოდ სახლში წასაყვანად მიაკითხეს,თუმცა მალევე ხვდება თავის შეცდომას და ყველაფერს აკეთებს იმისთვის , რომ ისევ მარტო არ დარჩეს… რა თქმა უნდა ამ ადამიანების შეხვედრა „უკვალოდ“ არ ჩაივლის….

სპექტაკლი ეძღვნება შალვა გაწერელიას ხსოვნას

Back to top button