სიახლეები

პრემიერა თოჯინების თეატრში – “უფრო რაღაცნაირი ვინი პუჰი”

პ რ ე მ ი ე რ ა
„უფრო რაღაცნაირი ვინი პუჰი“
(არტურ მილნი)

ინსცენირება, რეჟისურა, სცენოგრაფია, მუსიკალური გაფორმება – გურამ მაცხონაშვილის
ტექნიკური რეჟისორი – თამარ მედოევი
დასის გამგე – ნათელა ქენქაძე
მონაწილეობენ: სანდრო დადაშიანი, გიორგი მეძმარიაშვილი, მაია სულხანიშვილი, ნათია შეშაბერიძე, ნათია ხმიადაშვილი, გიორგი ტალახაძე, თეა კიწმარიშვილი, მანანა წიკლაური, ნინო ნატროშვილი, ნინო პაპიაშვილი, მარიკა ძაგნიძე, მაია მალხაზიშვილი, გიორგი ღონღაძე,

ანოტაცია:
ალბათ, გიფიქრიათ, რა ესიზმრებათ ტკბილად ჩაძინებულ ბავშვებს, ფუმფულა ხელები რომ ამოუწყვიათ რბილი ლოყის ქვეშ და მშვიდად სუნთქავენ, ოცნების სამყაროში დროებით გამგზავრებულები. ალბათ, თქვენც დაგიგდიათ ყური მათი ძილმორეული ბუტბუტისათვის… ალბათ, თქვენც გაუთბიხართ მათ თბილ ამოსუნთქვას და თქვენც შეგკუმშვიათ გული ბედნიერებისაგან…
ეს საოცარი ადამიანები – ბავშვები საოცარ სიზმრებს ხედავენ. ჩვენ კონკრეტულად ერთი მათგანის სიზმრის შესახებ გიამბობთ. როგორი იქნებოდა ცნობილი დათუნიას – ვინი პუჰის თავგადასავალი ერთი პატარა ბიჭუნას სიზმარში? იქნებოდა თუ არა ეს თავგადასავალი ჩვენთვის ასე კარგად ნაცნობი ვინი პუჰის ამბისაგან განსხვავებული? დეტალები მთლიან ამბავში ძალიან ბევრ რამეს ცვლიან ჰოდა, ჩვენც სხვანაირ, სხვა ჭრილში დანახულ ვინი პუჰს გიმზადებთ სპექტაკლი 5 წლიდან ზემოთ ასაკის მაყურებლისთვისაა განკუთვნილი.

თარიღი: 20 ნოემბერი
დრო: 12:00 და 14:00 სთ.
მისამართი: კუს ტბის ქ. #2; მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრი „მუზა“
საკონტაქტო პირი: თათია კვალიაშვილი 599 33 87 36 – თოჯინების თეატრის პიარ მენეჯერი

Back to top button