სიახლეები

4 მარტს, პრესკონფერენცია მოზარდმაყურებელთა თეატრში

4 მარტს, 12:00 საათი
პრესკონფერენცია-ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო პროფესიულ თეატრში!ექსპერიმენტული დარბაზის ფოიე, 6 სართული.

პრესკონფერენციის თემა:

აკაკი წერეთლის საიუბილეო წელიწადთან დაკავშირებული, ორი მნიშვნელოვანი თეატრალური პროექტი! 2015 წელი, იუნესკომ აკაკი წერეთლის დაბადების 175 და გარდაცვალების 100 წლის საიუბილეო წლად გამოაცხადა. ამ თარიღს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ეხმიანება ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრი და უპრეცენდენტო თეატრალურ პროექტს უძღვნის. პირველი პროექტი, რომელიც შემეცნებით-საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს ერთი მსახიობის თეატრთან “ვერიკო” თანამშრომლობით შედგება. მოზარდმაყურებელთა თეატრი დაიწყებს კოტე მახარაძის სპექტაკლის “აკაკის” ვიდეო ჩვენებას. მეორე პროექტი, თავისი მნიშვნელობით და მოცულობით ერთგვარი გამოწვევაა თეატრისთვის. თანამედროვე ქართული თეატრის ისტორიაში აკაკი წერეთლის „ბაში -აჩუკი“ უპრეცენდენტო თეატრალური პროექტი იქნება. პროექტების დეტალებზე პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ: მოზარდმაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი და სალიტერატურო ნაწილის გამგე მანანა გეგეჭკორი. მოწვეულნი იქნებიან: ერთი მსახიობის თეატრი “ვერიკოს” დირექტორი იოსებ ბაკურაძე და კოტე მახარაძის ქალიშვილი მაკა მახარაძე.

მისამართი: დ.აღმაშენებლის გამზ 99/1 (შესასვლელი ზ.ჭავჭავაძის (ყოფილი შეროზიას ქუჩის მხრიდან)) საკონტაქტო ნომერი: პიარ მენეჯერი თათია პაქსაშვილი 599 41 31 55

Back to top button