დილიდან ისეთი შეგრძნება მქონდა რომ სადღაც მაგვიანდებოდა. ნახევარი საათით ადრე მივედი სალაროსთან, სადაც Teatri.ge -სთვის განკუთვნილი 2 ბილეთი გადმომცეს. ამჯერად უკვე ჩემს მეგობარზე დავიწყე ნერვიულობა . თავში ათასგვარი სისულელე მიტრიალებდა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავზე უკეთ ვიცნობ და მისგან დაგვიანება ცხოვრებაში არ მახსოვს. თეატრის წინ თანდათან დაიწყო ხალხმა შეკრება. მიყვარს ამ დროს ხალხის თვალიერება, საგანგებოდ თეატრისთვის გამოწყობილები რომ არიან . რაც მათ განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს თეატრის მიმართ.
მაყურებელმა თანდათან დაიწყო თეატრში შესვლა . სპექტაკლი მარჯანიშვილის თეატრის მცირე დარბაზში ე.წ სხვენში ტარდებოდა. ავუყებით თეატრის კიბეებს, სადაც მესამე სართულზე საუცარდ მყუდრო დარბაზია, სულ 6 რიგია და სცენასთან იმდენად ახლოს ხარ, რომ თავი სპექტაკლის ერთ ერთი გმირი გგონია. მყუდრო გარემოა, მათთვის ვისაც კლაუსტროფობია არ აწუხებს . ჩაკეტილი სივრცე ცოტათი დამთრგუნველი იყო ჩემთვის, განსაკთრებით სპექტაკლის იმ ნაწილში სადაც განათება ქვრება და უკუნი სიბნელე ისადგურებდა დარბაზში. თუმცა ეს ყველაფერი იმ სიამოვნებად ნამდვილად ღირდა, რაც სპექტაკლისგან მივიღე. დარბაზში მესამე ზარიც გაისმა, უცნობმა ხმამ მოგვიწოდა გამოგვერთო მობილური ტელეფონები, გაგვაცნო თეატრის სპონსორები და სრული სიბნელიდან, თეთრ ფონზე ლანდენიც გამოჩნდა.
ხშირია ქართული თეატრების მიმართ საყვედური რომ ისინი თანამედროვე სპექტაკლებს ნაკლებად დგავენ, ზედმეტად აკადემიურები არიან და მხოლოდ კლასიკად ქცეული სექტაკლებით შემოიფარგლებიან. რომლებიც ჩვენს დროში უკვე აღარ არის აქტუალური და ვერ პასუხობენ 21 საუკუნის თეატრალურ სტანდარტებს. რეჟისორების ნაწილი გაიყინნენ, ან ვერ გამოვიდნენ დიდი რეჟისორების ჩრდილიდან.
სპექტაკლი “Private lives”, რეჟისორ რამაზ ზურაბაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლია, ნაულ ქუარდის პიესის მიხედვით. რომელსაც ყველაზე ნაკლებად შეიძლება წაუყენო მსგავსი პრეტენზიები, რაც წინა აბზაცში მაქვს მოყვანილი. მართალია რეჟისორს კონსულტაციები ლევან წულაძისგან მაინც აუღა, თუმცა მისი ინდივიდუალური ხედვა მაინც იგრძნობოდა სპექტაკლში. იგი ორიგინალური ფორმით იყო გადაწყვეტილი. დეკორაცია იძლეოდა იმის საშუალებას, რომ სცენების ნაწილი ჩრდილების საშუალებით ყოფილიყო გადმოცემული, რაც მეტ ხიბლს მატებდა სპექტაკლს. ოთხი მსახიობისგან შემდგარი გუნდი, შესანიშნავ პერფორმანსს გვთავაზობდა.
იყო გარკვეული ხარვეზებიც, ხშირად მეჩვენებოდა რომ პიესის თარგნმანი გარკვეულ მონაკვეთებში კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო და გარკვეული ფრაზები უხეშან მხვდებოდა ყურში. თუმცა ეს ყველაფერი სრულებითაც არ აკნინებს სპექტაკლს. ჯერ ვერ ვისწავლეთ, აკადემიურ თეატრებში ჟარგონის ბუნებრივად გამოყენება , მაგრამ რას ვიზავთ მცდელობები თანდათან შედეგსაც გამოიღებს. და მეორე დეტალი რომელიც პირველზე ბევრად უფრო პრობლემატურია, სპექტაკლში ძალიან ბევრს ეწევიან, არ ვიცი ვინ დაამკვიდრა ეს ტენდენცია, მაგრამ უკვე ყოველგვარ ზღვარს ცდება.თითქოს სხვაგვარად სპეკტაკლი წარმოუდგენელიც კია, თუ მსახიობი სცენაზე არ გააბოლებს, რაც არა მგონია რომ დადებითი ფაქტორი იყოს და რაიმე კარგზე მეტყველებდეს. მსოფლიოში ანტინიკოტინური მოძრაობა თანდათან მატულობს და დღითი დღე ბევრად მეტი ადამიანი თავისუფლდება სიგარეტზე დამოკიდებულებისაგან. სპექტაკლიდან თამბაქოს მოწევის გამუდმებული დემონსტრირება კი ნამდვილად არ უნდა იყოს დადებითი ფაქტი. კინოში თითქმის ეს პრობლემა უკვე გადაწყვიტეს. აბა გაიხსენეთ ბოლო დროს გადაღებული ევროპული ან თუნდაც ამერიკული ფილმი, სადაც სიგარეტის მოწევის სცენებია. ქართული სპექტაკლები, ისევე როგორც ქართული ფილმები ამ მხრივაც გამონაკლისია.
რაც შეეხება სპექტაკლის შინაარსს, ის ორი ახლადგაქორწინებული წყვილის შესახებაა . მათგან ორი პერსონაჟი ერთმანეთის ყოფილი მეუღლეები არიან, რომლებიც ხუთი წლის შემდეგ, ამჯერად უკვე ახალ მეუღლეებთან ერთად ხვდებიან ერთმანეთს. საქორწინო მოგზაურობისას. ლტოლვა რომელიც ჯერ არ განელებიათ და ახალი მეორე ნახევრები რომლებიც ერთი მეორეზე სუსტი ადამიენბი არიან, რომლებთანაც უფრო იმიტომ დაქორწინდნენ რომ საკუთარი ყოფილები დაევიწყებინათ. საოცარ კომედიურ სიუჟეტს ქმნის. სასიყვარულო ოთხკუთხედი და მოულოდნელი ფინალი, ფინალი რომელიც სპექტაკლის ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილია. იცით რა არის ფინალური სცენის უპირატესობა და რა ხდის მას ასეთ შთამბეჭდავს?? რეალური სიუჟეტიდან ირეალურში, ისე ხავერდოვად გადადის მოქმედება და რეჟისორი ტრაგიკული სცენის იმდენად დაგანსხვავებულ აღქმას გვთავაზობს, რომ ყველაფერი კომედიად უფრო აღიქმება ვიდრე ტრაგედიად. რაც გარკვეული ცხოვრებისეული დასკვნების გაკეთების საშუალებას აძლევს მაყურებელს. სპექტაკლიდან ემოციებით დატვირთული გამოვედი . სულ დამვიწყოდა კლაუსტროფობაიაც და სიცხეც რომელიც დარბაზში მაწუხებდა. მიხარია რომ ასეთი სპექტაკლებიც იდგმება საქათველოში