მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი-საქართველოს, ახმეტელის თეატრისა და ჰელსინკის მოქალაქეთა ანსამბლეის ორგანიზებით „პროექტ C.R.E.A.T.E” ფარგლებში 21 – 26 მარტს ახმეტელის თეატრი კონფლიქტების ტრანსფორმაციის საერთაშორისო შემოქმედებით ლაბორატორიას “THEATRUM REFLECTORIUM” მასპინძლობს.
21 – 25 მარტს გაიმართება ტრენინგები – „კონფლიქტების ტრანსფორმაცია“ , სადაც მონაწილეები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ კურსს კონფლიქტების ტრანსფორმაციის შესახებ. ექსპერტ-კონფლიქტოლოგებთან ერთად პრაქტიკულ სამუშაოებში ჩართულნი იქნებიან მსახიობები და რეჟისორები, როგორც საქართველოდან ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (უკრაინა, აზერბაიჯანი,სომხეთი, საფრანგეთი,ბელორუსი.)
26 მარტს პრემიერის სახით წარმოდგენილი იქნება ლაბორატორიის შედეგად შექმნილი სოციალურ – ტრანსფორმაციული პერფომანსი. ლაბორატორიის ძირითადი თემაა „არაძალადობა, ემპატია, შემოქმედებითობა“ და მისი ძირითადი მეთოდია კონფლიქტის მოგვარება ექსპრესიული არტისტული ტრანსფორმაციითა და განათლებით – CREATE – მეთოდოლოგია
რატომ THEATRUM REFLECTORIUM? რეფლექტორი – პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი, რომელმაც 1999 წელს დამოუკიდებლად დაიწყო კოსმოსში ფრენა.
🎭სანდრო ახმეტელი ერთ – ერთი პირველი ქართველი რეჟისორი, რომლის ეროვნული რეფლექსიის სისტემა – დაკავშირებულია ქართული თეატრის ტრანსფორმაციასთან , ქართული თეატრის რეფორმასთან.
პროექტი ხორციელდება :უკრაინის თეატრის მოღვაწეთა ნაციონალურ კავშირთან, კიევის ნაციონალურ ოპერეტის თეატრთან, აზერბაიჯანის, საფრანგეთის, სომხეთის, ბელორუსის თეატრებთან თანამშრომლობით.
პროექტი ხორციელდება შვეიცარიული ფონდის HEKS/EPER ფინანსური მხარდაჭერით.