სიახლეები

პროექტი – „სტურუას შექსპირის სამყარო”

საგანმანათლებლო-სახელოვნებო პროექტი – „სტურუას შექსპირის სამყარო”
რუსთაველის თეატრში

2014 წლის 25 მაისს, 1 ივნისსა და 8 ივნისს რუსთაველის თეატრი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეგმავენ საგანმანათლებლო-ინტელექტუალურ და სახელოვნებო პროექტის „სტურუას შექსპირის სამყარო“ განხორციელებას. პროექტი ეძღვნება უილიამ შექსპირის დაბადებიდან 450 წლის იუბილეს.

პროექტი გულისხმობს სამ ღონისძიებას, რომელთა ფარგლებშიც მოეწყობა გამოფენები და დისკუსიები, სადაც მონაწილეობას მიიღებენ აკადემიური და სახელოვნებო წრეების წარმომადგენლები. ასევე გაიმართება სპექტაკლების ვიდეო ჩვენება.

25 მაისი, კვირა გახსნა.
დასაწყისი 16:30

გამოფენა, 
„ჰამლეტი“

  • დისკუსია: მწერალი ზურაბ ქარუმიძე და ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი
  • რობერტ სტურუას „ჰამლეტი“ – ვიდეო ჩვენება.

გამოფენილი იქნება რუსთაველის თეატრის მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატები, რომლებიც რობერტ სტურუას შექსპირული დადგმების ფოტო, ვიდეო და სხვა ისტორიულ მასალებს ასახავენ.

Back to top button
Close