4 მარტს, 18 საათზე, ილიაუნის თეატრში (ჭავჭავაძის #32) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი გამართავს კვლევის „ქართული თეატრი 2014 წელს“ პრეზენტაციას. კვლევაში, რომელსაც თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი უკვე მეოთხე წელია ახორციელებს, შეფასებულია 2014 წლის ქართული თეატრის მნიშვნელოვანი მოვლენები. კვლევა ეფუძნება საქართველოში მოქმედი 47 სახელმწიფო და კერძო თეატრის მონაცემებს. თეატრების სტატისტიკურ ანალიზთან ერთად კვლევაში წარმოდგენილია თეატრების, რეჟისორების, მსახიობების, სცენოგრაფების და ქორეოგრაფების რეიტინგები, რომლებიც ქართულ თეატრში მოღვაწეობდნენ 2014 წელს. წელს კვლევას დაემატა 6 ახალი ნომინაცია და გაიზარდა კვლევაში მონაწილე თეატრების რიცხვი. პრეზენციაზე დასახელდება წარმატებული თეატრების ხუთეულები შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
- პრემიერებით გამორჩეული თეატრები,
- მრავალფეროვანი რეპერტუარით გამორჩეული თეატრები,
- საგასტროლო მარშუტები მსოფლიო და საქართველოს რუკაზე,
- სარეპერტუარო წარმოდგენების რეიტინგი
- დრამატურგიის რეიტინგი (თანამედროვე ქართული, უცხოური და კლასიკა)
- ფუნქციურად დატვირთული თეატრების რეიტინგი
- სპექტაკლების რეიტნგი (სპექტაკლები, რომელიც ყველაზე მეტმა მაყურებელმა ნახა და ყველაზე მეტჯერ წარმოადგინეს წლის განმავლობაში)
- მაყურებლის აქტივობის რეიტინგი
- თეატრების დატვირთულობის რეიტინგი
- რეჟისორების, მსახიობების, სცენოგრაფებისა და ქორეოგრაფების პროდუქტიულობის რეიტინგი
წელს პირველად, პრეზენტაციაზე დასახელდება 2014 წლის საუკეთესო სპექტაკლების, რეჟისორების, მსახიობების, სცენოგრაფებისა და ქორეოგრაფების ხუთეულები, რომელსაც შვიდი პროფესიონალი თეატრმცოდნისგან შემდგარი ჟიური 2014 წელს შექმნილი სპექტაკლების მხატვრული ხარისხის მიხედვით გამოავლენს.