სიახლეები

ქართული თეატრის დღე ახმეტელის თეატრში

➡14 იანვარს, 19 საათზე სანდრო ახმეტელის დრამატულ თეატრში ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება, 2016 წელს სანდრო ახმეტელის დაბადების 130 -ე წლისთავი და ახმეტელის თეატრის დაარსებიდან 35 წელი შესრულდა. ღონისძიება რამდენიმე ეტაპს მოიცავს

➡ სანდრო ახმეტელის საქმე ( დაკითხვის ოქმისა და განაჩენის მიხედვით მსახიობების მიერ პერფორმასის საშუალებით მოხდება მისი საქმის აღდგენა )

➡ ახმეტელის სახელობის თეატრის დაარსება ლერი პაქსაშვილის მიერ – ისტორიის მოკლე მიმოხილვა ვიდეო კოლაჟის საშუალებით

➡ თეატრალური საზოგადოების მიერ “წლის საუკეთესო თეატრალური ქმნილების” კონკურსში გამარჯვებულთა დასახელება.

➡ ნუგზარ ყურაშვილი – მსახიობის განვილი გზა, როლები თეატრსა და კინოში

➡ გია ჯაფარიძე – მსახიობის განვლილი გზა, როლები თეატრსა და კინოში

➡ ნუგზარ ყურაშვილისა და გია ჯაფარიძის სახელობითი ვარსკვლავების გახსნა თეატრის შენობის წინ

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებს ანსამბლი „ქალდეა“

Back to top button