პრემიერა შედგა 2013 წ. 22 ივლისს, (ბელოსტიკი, პოლონეთი), 7-8 სექტემბერი (სანკტ-პეტერბურგი),
სპექტაკლის ხანგრძლიობა: 1 სთ 50 წ.
დადგმა – რუსლან კუდაშოვი
სარეჟისორო ჯგუფი: დენის კაზაჩუკი, ვიქტორია კოროტკოვა, ვასილისა რუჩიმსკაია, ანატოლი გუშჩინი
მხატვარი – მარინა ზავიალოვა
განათების მხატვარი – ლარისა ნოვიკოვა
მუსიკალური გაფორმება – ვლადიმერ ბიჩკოვსკი, ანატოლი გონიე
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
- ის – ანატოლი გუშცინი
- ის – ვიქტორია კოროტკოვა
- მებაღე – რომან დადაევი
- ლუბკა – ვასილისა რუჩიმსკაია
- მუხუცი ქალი – მარია ბატრასოვა
- მწყემსი – დენის კაზაჩუკი
- მქსოველები – ანასტასია გრიცაი, მიხეილ ლოჟკინი, ალენა პერვუხინა, დიმიტრი ჩუპახინი
- წიგნის მოყვარულები – ალეს სნოპკოვსკი, ივან სოლნცევი
„ქებათა ქება სოლომონისა“ ეს ილუსტრაციაა, უფრო სწორედცოცხალინახატები, სასწაულმოქმედება, უჭკვიანესი და მუდამ უჭკნობი. სპექტაკლის შეგრძნება ცხოვრების აღქმას, ჯადოსნობას, სიბრძნესა და უკვდაობას უტოლდება. მაყურებლის წინაშეა ადამიანთა ურთიერთობათა კოსმიურობა – პირველყოფილი და დღევანდელი, სიყვარულის კოსმოსი, ყოველვის ერთნაირი, და ყოველთვის ურთიერთგანასხავებული. აქ რაიმე გადამეტებულში წვდომა არაა აუცილებელი, აქ მთავარია არ მხოლოდ გაიგო, არამედ ყურადიღო, იგრძნო სახეათა მაჯისცემა, ჩაწვდე მოვლენათა საიდუმლოების სიღრმეებს, რომელნიც არ მოითხოვენ ამოცნობის ამწუთიერებას. მთავარია გაიგო უმთავრესი – „ქებათა ქება სოლომინისა“ უზადოდ დიდი ნიჭითაა შესრულებული. ის გვარწმუნებს რომ ყველაფერს მხოლოდ სიყვარული გადარჩენს. და თუ არა ის, მაშინ ვინ იხსნის სამყაროს?“ – პაველ ჩერდინცევი. თეატრის კრიტიკოსი
„ჩვენ არ ვიძლევით „ქებათა ქება სოლომინისას“ რაიმე ახალ ტრაქტოვკას. ჩვენი ნაშრომი მხოლოდ სიყვარულისადმი მიძღვნის მცდელობაა, ამ ჯადოსნური ნაწარმოების „თარგმნა“ სცენისათვის. ჩვენი ძიების ამოცანად იქცა არ ის რომ გვექადაგა, ან მხოლოდ სიუჟეტს გავყოლოდით ან გვეპოვა ენის გამომსახველობითი ფორმები, არამედ გვინდოდა გვეცადა გადავქცეუიყავით უსაზღვრო სიყვარულის, ადამიანთა მიერ სამყაროს აღქმისა ნაწილად, სამყაროს რომელიც სასწაულებს ახდენს. ავტორების მიერ ლიტერატურული ნაწარმოების სიღრმისეულმა წვდომამ მოგვცა საშუალება შეგვექმნა საკუთარი მითოლოგია, უნიკალური, შესაძლებელია საკამათო, მაგრამ ის რაც მხოლოდ ამ სპექტაკლისთვისაა ამ დროსა და ამ სივრცეში. რაღაც კუთხით ეს ის ნაშრომია, რომელიც ერთგვარად თვითკონტროლიდან ამოვარდნილიც კია, რომელმაც თვითონ გარდაქმნა მისი ავტორები იმ კანონის შესაბამისად რომელიც ასევე თვითონვე შექმნა“ – რუსლან კუდდაშოვი.
ბილეთები იყიდება თუმანიშვილის თეატრის სალაროში და ასევე ვებ–გვერდზე BILETEBI.GE
ფესტივალის პროგრამა