სიახლეები

რიდერ-პერფორმანსი ახმეტელის თეატრში

8 დეკემბერს, 19 საათზე, ახმეტელის თეატრში კიდევ ერთი ინოვაციური, ექსტრაორდინარული წარმოდგენა გაიმართება, ტრანსცენდ საქართველოსა და ახმეტელის თეატრის რიგით მესამე უჩვეულო სანახაობა, რომლის ფარგლებში ახმეტელის თეატრის მსახიობები ანტონინ მარტოს პიესის “მედეა და ოიდიპოსი” საჯარო კითხვას გამართავენ. პარა ნორმოზის ფსიქოლოგიაზე დაფუძნებული ტრანსფორმაციის თეატრი – ეს არის 21-ე საუკუნის ფორუმი – სადაც მაყურებელი მონაწილეა და მონაწილე მაყურებელი. ექსტრემალურ თეატრში, სადაც ყველა მონაწილე თანასწორია დასწრება თავისუფალია, მაგრამ დასწრების მსურველებს ბილეთის ნაცვლად მოგეთხოვებათ სწრაფვა გამთლიანებული აზროვნებისკენ და გადამღები გაჯეტი ( პროფესიონალური კამერა, აიფონი) რიდერ-პერფორმანს დრამა “მედეა და ოიდიპოსი” ახმეტელის თეატრის რიგით მესამე წარმოდგენაა, ანტონინ მარტოს პიესა “მასხარა და ბოდრიარი” ახმეტელის თეატრის მსახიობებმა თეატრის სახურავზე, ექსტრემალურ ვითარებაში წაიკითხეს, ხოლო პიესის “კურაჟი კავკასიაში” საჯარო კითხვა მათ მშვიდობის ფესტივალის ფარგლებში, ქობულეთში, მშვიდობის ბანაკში გამართეს.

პიესის ავტორი: ანტონინ მარტო
რეჟისორი: ირაკლი გოგია
მონაწილეობენ: სოფია სებისკვერაძე, ბექნუ ქაფიანიძე, გიგი მიგრიაული, ანდრეა გველესიანი, გიორგი ცხადაძე, ქეთი გიორგაძე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: (+995) 32 2 655 437 (+995) 577 28 87 12 ან (+995) 593 96 88 87

Back to top button