სიახლეები

რობერტ სტურუას სპექტაკლი “ასულნი” – განხილვა

8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, რუსთაველის თეატრი წარმოგიდგენთ რობერტ სტურუას სპექტაკლს „ასულნი“, რომლის დასრულებისთანვე მოეწყობა სპექტაკლის განხილვა. განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ თსუ-ისა და სხვა უნივერსიტეტების პროფესორები, მწერლები, ექსპერტები და სტუდენტები. ამასთანავე სპექტაკლის განხილვაში მონაწილეობის საშუალება ექნებათ მაყურებლებსაც, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ კითხვები დაუსვან და პასუხები მოისმინონ შემოქმედებითი ჯგუფისგან, სპექტაკლში მონაწილე მსახიობებისგან და თავად რეჟისორ რობერტ სტურუასგან. მოწვეული სტუმრები სპექტაკლს ხელოვნებათმცოდნეობის, ლიტერატურათმცოდნეობის, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, თეოლოგიისა და სოციალურ-პოლიტიკური მიმართულებებით განიხილავენ. პროექტი ხორციელდება რუსთაველის თეატრისა და თსუ-ის შორის დადებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს ერთობლივი საგანმანათლებლო, სამეცნიერო, სახელოვნებო და ინტელექტუალური პროექტების განხორციელებას.

დასაწყისი: 19:00
სპექტაკლის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ: http://teatri.ge/speqtakli-asulni/

პროექტის ავტორი და მოდერატორი:
ფილოლოგიის დოქტორი
დავით მაზიაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

Back to top button