სიახლეები

51-ე საჯარო სკოლის სპექტაკლი – “როცა აპრილი იმოსავდა ტანს მრავალფერად”

23 აპრილი, შექსპირის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღი. სწორედ ამ დღეს წარმოგვიდგინეს 51-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა მისი ცხოვრება და შემოქმედება სპექტაკლში “როცა აპრილი იმოსავდა ტანს მრავალფერად”.
იდეის ავტორი – გვანცა ამბროლაძე;
სცენარის ავტორი და რეჟისორი – მარიამ გალოგრე;
მხატვარ-დეკორატორი – ელენე ფირცხალაიშვილი;
მუსიკალური გაფორმება – გვანცა მათიაშვილი.
იგეგმება ფესტივალში ‘არტსკოლა – 2019’ მონაწილეობა, რომელიც გაიმართება 20 მაისს, პანტომიმის თეატრში.
16 და 31 მაისს, 15:00 საათზე კი 51-ე საჯარო სკოლა მსურველებს ეპატიჟება სპექტაკლის სანახავად.

Back to top button