სიახლეები

მოზარდ მაყურებელთა თეატრის გამარჯვება ზაგრებში

24-28 აპრილის ჩათვლით ხორვატიის ქალაქ ზაგრებში , ბავშვთა პროფესიული თეატრების საუკეთესო სპექტაკლების 19-ე საერთაშორისო თეატრალური Naj, Naj, Naj ფესტივალი გაიმართა.
თეატრალურ ფესტივალზე ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი სპექტაკლით “რწყილი და ჭიანჭველა” წარდგა ( რეჟისორები: დიმიტრი ხვთისიაშვილი/გია მარღანია).
საერთაშორისო ჟიურიმ საუკეთესო მამაკაცი მსახიობის პრემია მსახიობ ნიკოლოზ ნანიტაშვილს მიანიჭა.

Back to top button