ვიდეოებირუსთაველის თეატრისპექტაკლები

კავკასიური ცარცის წრე

რუსთაველის თეატრი

9.53/10 (შეაფასა (75) - მა მაყურებელმა,)
Loading...

 

აღწერასპექტაკლზე მუშაობდნენმონაწილეობდნენ

„კავკასიური ცარცის წრე“ (გერმ. Der Kaukasische Kreidekreis) — 1944 წელს ბერტოლტ ბრეხტის მიერ შექმნილი ეპიკური პიესა, სადაც მოთხრობილია გოგონაზე, რომელიც მოიტაცებს ბავშვს და ბავშვისთვის ნამდვილ მშობლებზე უკეთეს დედად იქცევა. პიესა ბრეხტმა შეერთებულ შტატებში ყოფნისას დაწერა. პიესა ინგლისურ ენაზე თარგმნა მისმა მეგობარმა და თაყვანისმცემელმა ერიკ ბენტლიმ და მსოფლიო პრემიერა, სტუდენტური დადგმის სახით, მინესოტაში, კარლტონის კოლეჯში 1948 წელს შედგა. პროფესიულ სცენაზე კი ფილადელფიაში, ჰეჯგროუს თეატრის სცენაზე განხორციელდა ბენტლის რეჟისორობით. გერმანული პრემიერა 1954 წელს, შიფბაუერდამის თეატრში, ბერლინში შედგა. „კავკასიური ცარცის წრე“ ბრეხტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პიესად ითვლება და გერმანულ პიესებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია.

წყარო: netgazeti.ge

[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • ავტორი: ბერტოლდ ბრეხტი
  • რეჟისორი: რობერტ სტურუა
  • მხატვარი: გოგი მესხიშვილი
  • კომპოზიტორი: გია ყანჩელი
  • ქორეოგრაფი: ი. ზარეცკი
  • სპექტაკლის წამყვანი: გ. კვაჭაძე
  • კონცერტმეისტერი: ლ. სიყმაშვილი
[/lists]
[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • მთხრობელი – ჟანრი ლოლაშვილი
  • მუსიკოსი – ლ. სოყმაშვილი
  • გუბერნატორი – გურამ საღარაძე
  • ნათელა, გუბერნატორის მეუღლე – მარინე თბილელი
  • მიხეილი – ნ. ჩინჩალაძე
  • გოგი, ადიუტანტი – ს. ლაღიძე
  • ყაზბეგი, ეფრეიტორი, ბერი – გურამ საღარაძე
  • მაცნე – ფ. გულედანი
  • I ექიმი, შალვა – დავით პაპუაშვილი
  • II ექიმი, ბიზერგამი, I ვექილი – რეზო ჩხაიძე
  • სიმონ ჩაჩავა – კახი კავსაძე
  • გრუშე ვაჩნაძე – იზა გოგიშვილი
  • ძიძა – ლ. ბურბუთაშვილი
  • მზარეული ქალი – ლ. ჭავჭავაძე
  • მსახური ქალები – გ. ბაქრაძე, ნ. სარაჯიშვილი
  • ჯანდიერი, გლეხი, ქმარი – კ. საკანდელიძე
  • ცოლი – ლ. ჩხეიძე
  • I ბანოვანი – თ. თარხნიშვილი
  • II ბანოვანი – თ. დოლიძე
  • “რეგვენი” – ვ. გოგიტიძე
  • გლეხის ქალი – ლ. ღამბაშიძე
  • I აბჯროსანი – რ. მიქაბერიძე
  • II აბჯროსანი – ლ. გაფრინდაშვილი, ე. სახლთხუციშვილი
  • ლავრენტი, მამამთილი – ჯემალ ღაღანიძე
  • ანიკო, ჟუჟუნა – მ. გამცემლიძე
  • დედამთილი – ლ. ძიგრაშვილი
  • იოსები, II ვექილი – გ. ფერაძე
  • აზდაკი – რამაზ ჩხიკვაძე
  • ექიმი – დ. უფლისაშვილი
  • ხეიბარი – ო. ზაუტაშვილი
  • კოჭლი, დამკვრელი – ო. ლომიძე, დ. ჩხიკვაძე
  • მეჯინიბე – ს. აბრამაშვილი
  • სტუმრები – გ. ბაქრაძე, ლ. ბურბუთაშვილი, ლ. კევლიშვილი, მ. მაღლაკელიძე, დ. მაცაბერიძე, ლ. ჭავჭავაძე.
[/lists]
Back to top button