სიახლეები

რუსთაველის თეატრი იწყებს საინტერესო შეხვედრების სერიას

რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტული სცენა იწყებს საინტერესო შეხვედრების სერიას

29 მარტს
ფბ (ფეის ბუქი): ტერიტორიული მიგრაცია
(დიგიტალურიდან კვლავ პიროვნული სივრცისკენ)

ფბ-ზე ინტენსიური ცხოვრების მქონე კედლის მფლობელი პიროვნება უმასპინძლებს თავიანთ მეგობრებს (და არა მარტო) თეატრის სცენაზე აქტუალური და ინტენსიური მიმოცვლითვის კითხვა პასუხის რეჟიმში. კითხვების, გაგზავნა შეხვედრის მასპინძელისთვის შესაძლებელია წინდაწინ მის ფბ “ჩეთში” (ინბოქსში). ამ კითხვებს პასუხი სცენიდან გაეცემა. ამ საინტერესო შეხვედრების საუკეთესო ფრაგმენტებიდან, პროგრამის დამთავრების შემდეგ დამონტაჟდება ფილმი.

გეპატიჟებით ყველას ამ ახალი მომხიბვლელი ფორმატის საღამოებზე.
დასაწყისი: 19:00

გია ეძგვერაძის ბიოგრაფია

გია ეძგვერაზე — მხატვარი, კურატორი, მწერალი
დიუსელდორფის აკადემიის, ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტის (UDK) და ალანუსის უნივერსიტეტის პროფესორი
1988 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში სოლო გამოფენები: ტეიტის გალერეა (სენტ აივზი), დე აპპელ (ამსტერდამი), თან. ხელოვნების მუზეუმი ბუდაპეშტი, შპრენგელ მუზეუმი (ჰანოვერი), დაიმლერის კოლექცია “ჰაუს ჰუტი” (ბერლინი), ვენეციის ბიენალე (1997) და სხვა ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობდა 18 ქვეყნის მუზეუმებსა და ინსტიტუციონალურ სივრცეებში 2003 წელს 80 მხატვარს შორის შეტანილ იქნა კრებულში — დეკადის ყველაზე ინოვაციური მხატვრები “Vitamin P” (Phaidon Press, New York)

Back to top button