ფესტივალი საჩუქარი

რუსული ბლუზი. სოკოზე წასვლა

დიმიტრი კრიმოვის ლაბორატორია

რეჟისორი: დიმიტრი კრიმოვი
მხატვარი: მარია ტრეგუბოვა
მხატვრის ასისტენტი: ანა კოსტრიკოვა
განათების მხატვარი: ივანე ვინოგრადოვი
ქორეოგრაფი: ანატოლი ვოინოვი
ქორეოგრაფ-რეპეტიტორი: ოქსანა სტრატულატი
თოჯინების ოსტატი: ვიქტორ პლატონოვი
ვიდეო: ალექსანდრე შაპოშნიკოვი
ხმის ოპერატორები: ანდრეი ზაჩესოვი, სერგეი ალექსანდროვი
სოპრანო: ანა სინიაკინა, ოლგა ერმაკოვა

მსახიობები: ალექსანდრე ანუროვი, ნატალია გორჩაკოვა, ვადიმ დუბროვინი, არკადი კირიჩრნკო, მაქსიმ მამინოვი, სერგეი მელკონიანი, ოკსანა მისინა, კრისტინა პივნება, მარია სმოლნიკოვა, მიხეილ უმანეცი.

სპექტაკლში გამოყენებულია ჰაიდნის, მაილზ დევისის, არკადი კირიჩენკოს, ჟან ტატლიანის, ამიკ და დიმიტრი შოსტაკოვიჩის მუსიკა.

„რუსული მენტალიტეტის თანხმად სოკოს საკრებად წასვლა დიდი სიამოვნების ასოციაცია იწვევს, რისთვისაც ერთად იკრიბებიან ოჯახები, მეგობრები და და არამეგობრებიც კი. ეს ვნებაცაა და ამავდროულად თვითდამშვიდება და დაწყნარება. ეს რაღაც ლოცვასა და დამაწყნარებელის მიღების შუალედშია მოქცეული. სოკოს საკრებად წასვლა თითქმის მისტიური ქმედებაა, არანაირი ყოფითი, ასე ვთქვა ლურჯი (საოცნებო) ფრინველის ძიება. ვისაც წაკითხული აქვს მეტერლინკის „ლურჯი ფრინველი“ ან ვისაც უნახავს ამავე სახელწოდების სპექტაკლი მოსკოვის სამხატვრო თეატრში, უთუოდ ემახსოვრება რით დასრულდა ყველაფერი“

დიმიტრი კრიმოვი

ბილეთები იყიდება თუმანიშვილის თეატრის სალაროში და ასევე ვებ–გვერდზე BELETEBI.GE

ფესტივალის პროგრამა
Back to top button