ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი 27 დეკემბრიდან 21 იანვრის ჩათვლით პატარებს და მათ მშობლებს მუსიკალურ წარმოდგენაზე “საახალწლო ნაძვის ხე” ეპატიჟება.
მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით გაჯერებულ ფერად წარმოდგენაში თავს მოიყრიან ზაღაპრების გმირები: ფიფქია, სასახლის ბაღის კაკტუსი და გვირილა, ზღვათა დედოფალი, რომელიც სამფლობელოს მხოლოდ ჯადოსნური, ახალი წლის ღამის ხათრით ტოვებს. ბავშვები შეხვდებიან ერთდროულად მაიმუნსა და მამალს, ვეფხვ შერხანს, ჰილარიო ბუერას და ფრინტას, მიდი-მოადეს და თვით ბაში-აჩუკს.
საახალწლო მეჯლისი წარმოუდგენელია თოვლის ბაბუას, თოვლის ბებია ლოლოსა და ლაპლანდიელი სანტას გარეშე. როგორ განვითარდება მოვლენები? რით დასრულდება ზღაპრების გმირთა თავგადასავალი? აუცილებლად შეიტყობთ თუ კი მოზარდ მაყურებელთა თეატრის მეჯლისს ეწვევით.