26 დეკემბრიდან 15 იანვრამდე მოზარდ მაყურებელთა თეატრი პატარებს ინტერაქტიულ საახალწლო წარმოდგენებზე იწვევს.
ჯადოსნური ნაძვის ხის გარშემო ბავშვებისთვის საყვარელი ზღაპრების გმირები შეიკრიბებიან. მხიარული, ფერადი, ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრებით გაჯერებულ საახალწლო წარმოდგენებზე თქვენთვის იმღერებენ: ნაცარქექია, სალამურა, პოეტი ჯუჯა, ფიფქია, კომბლე, თოვლის ბაბუა, თოვლის გუნდა, სანტა კლაუსი, უფლისწულები, მზეთუნახავები, დედოფლები. მამაცი დარტანიანი საფრანგეთის დედოფალთან ერთად გვესტუმრება.
მოზარდ მაყურებელთა თეატრის საახალწლო წარმოდგენებში სპეციალური მოწვევით მაყურებელი მომღერალ მარიკო ლეჟავას იხილავს, რომელიც თოვლის გუნდას განასახიერებს.
„საახალწლო ნაძვის ხე“ მოზარდ მაყურებელთა თეატრის დიდ სცენაზე 26 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით: 12:00, 14:00, 16:00 საათზე გაიმართება.
მონაწილეობენ: ნიკოლოზ ფაიქრიძე, ნიკოლოზ კვანტალიანი, გიორგი ბერიძე, გიორგი ჯიქურიძე, მარიკო ლეჟავა ( სპეციალური მოწვევით), ნინო ლეჟავა, ნათია კუპატაძე, ნინო ანდრიაძე, ვანო დუგლაძე, ნინო ლორთქიფანიძე, რატი ნავაძე, გიორგი შავგულიძე, ეკა შარიქაძე, რატი გოგუაძე, ლაშა გრძელიძე, შალვა ანთელავა, მარიამ ჩუხრუკიძე, თამარ ტყემალაძე, თამარ ჭანუყვაძე, ლევან გვაზავა.