სიახლეები

პრემიერა რუსთაველის თეატრში

მარკ ტვენი

უფლისწული და მათხოვარი

30 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით

ერთ მოქმედებად

  • სცენური ვერსია – რობერტ სტურუასი, ნიკოლოზ ჰაინე-შველიძისა და ნინო კანტიძის
  • დადგმის ხელმძღვანელი – რობერტ სტურუა
  • რეჟისორი – ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე
  • მხატვარი – მირიან შველიძე
  • ქორეოგრაფი – მარიამ ალექსიძე
  • მუსიკალური გაფორმება ია საკანდელიძისა
  • სპორტული ილეთები კახა ხოშტარიასი
  • რეჟისორის თანაშემწე – გრიგოლ თათეიშვილი

მონაწილეობენ:
ლელა ახალაია, ზაალ ბარათაშვილი, ლევან ბერიკაშვილი, მანანა გამცემლიძე, დავით გოცირიძე, ანდრია თავბერიძე, კახა კუპატაძე, გელა ლეჟავა, ნინო მაყაშვილი, ალექსანდრე მიკუჩაძე-ღაღანიძე, ედმონდ მინაშვილი, ირაკლი სანაია, ტრისტან სარალიძე, ქეთი სვანიძე, ბექა სონღულაშვილი, ჯემალ ღაღანიძე, ქეთი ხიტირი

დასაწყისი: 12:00 და 15:00

სპექტაკლის დეკორაცია და კოსტიუმები დამზარებულია რუსთაველის თეატრის სახელოსნოებში.

პ.ს. უფრო კონკრეტულად პრემიერის დღეები ნახეთ ჩვენთან აფიშაში 

სპექტაკლის შესახებ:
ეს ამბავი მეთექვსმეტე საუკუნის შუა წლებში მოხდა. ძველ ქალაქ ლონდონში, შემოდგომის ერთ დღეს, კენტების ღარიბ ოჯახს შეეძინა ვაჟი, რომელიც მათთვის სულაც არ იყო სასურველი. იმავე დღეს ტიუდორების სამეფო ოჯახში დაიბადა მეორე ბავშვი, ყველასათვის სასურველი, უელსის უფლისწული, ინგლისის ტახტის მემკვიდრე, რომელსაც ამდენ ხანს ელოდა მთელი სამეფო. განგებამ ინება, რომ ამ ბავშვების გზები გადაკვეთილიყო. რა მოხდა შემდეგ, ამას პატარები სპექტაკლის მსვლელობისას შეიტყობენ.

Back to top button