სიახლეები

საქველმოქმედო სპექტაკლი „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“

საქველმოქმედო სპექტაკლი
„ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“

30 ივნისი,20:00,
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი,
13 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად,
შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში გამართავს საქველმოქმედო სპექტაკლს

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრისა და შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის ერთობლივი პროექტი: სტიქიის დროს დაზარალებულთა დასახმარებლად! 30 ივნისს საქველმოქმედო სპექტაკლი – „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ გაიმართება.

ვოდევილი გამოირჩევა არაჩვეულებრივი სამსახიობო ანსამბლით, განსაკუთრებით კი აღსანიშნავია გოგა პიპინაშვილისა და ნინელი ჭანკვეტაძის მიერ შექმნილი ოსეფასა და ელისაბედის დაუვიწყარი სახეები. გაყიდული ბილეთებიდან შემოსულითანხა სრულად გადაირიცხება13 ივნისის სტიქიისშედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ ანგარიშზე. ფართო საზოგადოებას და განსაკუთრებით თეატრის ერთგულ მაყურებელს მოგიწოდებთ გავერთიანდეთ დაზარალებულთა დასახმარებლად. შეიძინეთ ბილეთები სპექტაკლზე და ამ ფორმითაც გამოხატეთ სოლიდარობა და თანადგომა დაზარალებულების მიმართ.

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ რუსთაველის თეატრის სალაროში,
ბილეთის ფასი – 6 ლარიდან.
სპექტაკლის დასაწყისი 20:00 საათზე.

რაფიელ ერისთავი
“ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს”
ვოდევილი ორ მოქმედებად

რეჟისორი – გოგი მარგველაშვილი
კომპოზიტორი – ნინო ჯანჯღავა
მხატვარი – ნინო ჩიტაიშვილი

მონაწილეობენ: გია აბესალაშვილი, ეკა ანდრონიკაშვილი, ქეთი ასათიანი , ზურაბ გეწაძე, ირინა გიუნაშვილი, ვანო თარხნიშვილი, გუგა კახიანი, ნანუკა ლითანიშვილი, გოგა პიპინაშვილი, გიორგი ყიფშიძე, ნინო ჩხეიძე, ნინელი ჭანკვეტაძე.

პრემიერა შედგა 1995 წლის 10 ივლისს.

Back to top button