ფესტივალი საჩუქარი

დღიური პირველი. რვას უკლია ოცი წუთი

იდეის ავტორი და რეჟისორი: საშა ვოლცი
მხატვარი: ბარბარა სტეპი
კომპოზიტორები: ტრისტან ჰონსინგერი და ჟან-მარკ ზელვერი
ჟან-მარკ ზელვერის კომპოზიცია “Le Tourment de Vassilissa la Belle” / სტანდარტული ზომის დისკზე
მხატვარი გამნათებლები: ტომსკი ბინსერტი და ანდრე პრონკი

შემსრულებლები: დევიდ კამპლანი, ედივალდო ერნესტო, ტაკაკო სუზუკი, ფლორენცია ლამარსა, იაელი შნელი,

იუმორი, აგრესია და ემოციურობა ჩემი ქორეოგრაფიული ნამუშევრის ძირითადი ელემენტებია. კონკრეტული საგნები, დეკორაცია, კინემატოგრაფიული ხერხები და მუნჯი კინოს გროტესკული მოძრაობები ჩემი ქორეოგრაფიული ენის ძირითადი შთაგონების წყარო და მამოძრავებელი ძალაა. ეს ენა ძალიან გამომსახველობითი და ემოციურად დატვირთული გახლავთ, თუმცა მაინც ტოვებს ადგილს აბსტრაქციისათვის. ყოველდღიური ცხოვრების მარტივი, ყოფითი ელემენტები, რომლებიც სიტუაციურად კომიკურ ელფერს იძენენ, მკვეთრ კონტრასტს ქმნიან დრამატულ და ემოციურად დატვირთულ მომენტებთან. ჩვენი აწეწილ-დაწეწილი დროის სურათის გადმოცემისას, ძირითადად დეტალების, ჟესტებისა თუ ქმედებების დახვეწაზე ვამახვილებდი ყურადღებას. კლიშეებისა და სტერეოტიპების გამოყენებამ ხელი შეუწყო პერსონაჟების კარიკატურებად გადაქცევას. მუსიკა ყველა ჩემი წარმოდგენის ძირითადი ბერკეტია ხოლმე. „დღიურისათვის“ კომპოზიტორმა ტრისტან ჰონსინგერმა ორიგინალური მუსიკა დაწერა.

დადგმაზე მუშაობისას აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ თავად მოცეკვავეებიც: ნასერ მარტინ-გუსე, აკოს ჰარგიტაი /ტომას ლემენი, შარლოტ ზერბეი, ტაკაკო სუზუკი და საშა ვოლცი.
2013 წლის საიუბილეო სეზონში, კომპანიის „საშა ვოლცი და სტუმრები“ არსებობის მეოცე წლისთავის აღსანიშნავად, კლასიკური „დიალოგი I – რვას ოცი უკლია“ წარმოდგენილი იქნება მსახიობთა თავდაპირველი შემადგენლობის მონაწილეობით.
„ვნებიანი და უხეში, მტკივნეული და უცნაური, აგრესიული და ირონიული, აბსურდიზმებითა და სექსუალური ელემენტებით დატვირთული“ – ბადიშეცაიტუნგი.

ბილეთები იყიდება თუმანიშვილის თეატრის სალაროში და ასევე ვებ–გვერდზე BELETEBI.GE

ფესტივალის პროგრამა
Back to top button