2016 წელი ბრიტანელი დრამატურგის უილიამ შექსპირის წლად არის გამოცხადებული. მსოფლიო მისი გარდაცვალებიდან 400-ე წლისთავს აღნიშნავს.
მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი უერთდება ამ თარიღს. შექსპირის დაბადებისა და გარდაცვალების დღეს, 23 აპრილს 19 საათზე , დიდ სცენაზე წარმოდგენილი იქნება რეჟისორ ლევან წულაძის მიერ დადგმული „ რომეო და ჯულიეტა“.
რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა დაიწყო მუშაობა შექსპირის პიესაზე „ აურზაური არაფრის გამო“.