სიახლეები

„შეშლილი სამყარო“ რუსთაველის თეატრში

22 დეკემბერს რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ დარბაზში „შეშლილი სამყაროს“ პრემიერა შედგა. სანამ უშუალოდ სიუჟეტს შევეხებოდე, უნდა ვთქვა, რომ სპექტაკლში მონაწილეობდაჩემი საყვარელი თითქმისყველა მსახიობი, ამიტომ მაშინვე, რაც პროგრამა მოვიპოვე, სულგანაბული ველოდი იმ ჯადოსნურ სამყაროში შეხედვას, რაც სულ მალე სცენაზე გაჩნდებოდა. აბრაკადაბრა და სამი უცნაურსამოსიანი სხეული გამოჩნდა, ნელ-ნელა დეკორაციაც გამოიკვეთა.

კოსტიუმები, დეკორაცია, აკომპანიმენტი, ეს ტრიუმვირატი პირველ შთაბეჭდილებას გიქმნის იმის შესახებ, რაც მალე რეალობას მოგწვეტს და შეშლილთა, გარყვნილთა და ბოროტთა სამყაროში გადაგისვრის. არა, არა, ეს სამი სიტყვა ეტორე სკოლას ცნობილ ფილმზე ალუზია არ გეგონოთ. აქ საქმე სულ სხვაგვარადაა. ეს ყველაზე გარყვნილი მარკიზი დე სადისა და გრაფიანია დე სან ფონის სამყაროა. აქ შემოსვლამდე, გონებაცა და ნაზი გრძნობებიც კარს მიღმა დატოვეთ მეგობრებო, რამეთუ მარკიზისათვის სავსებით უმნიშვნელოა ეს ყველაფერი. ურჩობა არც გაბედოთ! აქ აღვირასხნილი გრძობები იპყრობენ მწვერვალებს! აქ სხეული ზეიმობს უკიდურეს ნეტარებას! ზნეობა? სირცხვილი? თანაგრძნობა? კაცთმოყვარეობა? არა, აქ მათი ადგილი ნამდვილად არ არის! აქ ვერ ნახავთ ვერაფერ ისეთს, რაც ლაგამს ამოსდებდა მიწიერ ნეტარებას.

მარკიზის საოცარ თავგადასველებს მოულოდნელად ცვლის სრული ქაოსი, დამაბნეველი ბალაგანი, რომელიც უცებ შემოიჭრება და თავ-გზას აგიბნევს. კოპწია სამოსში გამოწყობილი თავზეხელაღებული ველურების დასი და უხამსი ხუმრობები. ყველაფერი ისე გჭრის თვალს, როგორც მანათობელი ატარქციონი და შენ თავბრუ გეხვევა. ჩინებული კონტრასტები გულწრფელი, მაგრამ გარყვნილი მარკიზისა და თვალთმაქცი ბინძური ბურჟუებისა. სიუჟეტი ოდნავ ჩახლართულია, სადღაც პოულობ ძაფს, რომელიმაც მოქმედების კვალი უნდა გაპოვნონოს, მაგრამ ისევ იკარგები, იძირები საფრანგეთის რევოლუციის წიაღში და გუგუნებს „ინტენაციონალე“. ტრომბონები გუგუნებენ, უსტვენს ფლეიტა, ზუზუნებს ვალტორნა, წკრიალებს არფა, გველის ენებივით სისინებენ ვიოლინოს სიმები და შენ გაფაციცებით აკვირდები ამ ჩინებულ სანახობას, რომელიც გატყვევებს და ჩაბნელებულ კატაკომბებში გიტაცებს. სასიყვარულო ინტრიგები, დიდი პოლიტიკური თამაშები, ვნებათაღელვა, სახალხო აჯანყება, მარცხი და ზეობა, ეს ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი ამ სპექტაკლში.

ინსცენირების ავტორი და დამდგემელი რეჟისორი:
ნინოლიპარტიანი
დამდგმელი მხატვარი – თემურ ნინუა
მხატვარი – ქეთი ნადიბაიძე
კომპოზიტორი – მიშა მდინარაძე
ქორეოქგრაფი – კახა ბაკურაძე
რეჟისორის თანაშემწე – რუსუდან ბარბაქაძე
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი
რენე, კორდე – ნანუკა ხუსკივაძე
ქალბატონი დე მონტრე – თათული დოლიძე
ანა, კოკოლი – მანანა აბრამიშვილი
ბარონესა დე სიმიანი – დარეჯან ხარშილაძე
გრაფინია დე სან ფონი , სიმონა – რუსუდან მაყაშვილი
მარკიზ დე სადი – ზურა ინგოროყვა
შარლოტა, პოლპოში – ლელა ახალაია
მარატი – სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე
ჟესტინა, როსინიოლი – ირაკლი სანაია
ჟაკ რუ – მამუკა ლორია
კულმიე, დებუა – ედმონდ მინაშვილი
დუპრე – ბექა სონღულაშვილი

პოსტის ავტორი: ნიკა უხურგუნაშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Back to top button