თუმანიშვილის თეატრისპექტაკლები

7 პ.პ.

8.80/10 (შეაფასა (15) - მა მაყურებელმა,)
Loading...
აღწერასპექტაკლზე მუშაობდნენმონაწილეობენპრესა

ახლა რაც შეეხება თვითონ სპექტაკლს. ის, მართლაც, შვიდი პატარა პიესისაგან შედგება და შვიდივე პიესა ქართულ საზოგადოებას აღწერს. იმისათვის, რომ გადმოგცეთ, რა დავინახე ამ აღწერებში… გაგრძელება იხილეთ “პრესა”-ში
სპექტაკლის ხანგრძლივობა 1 საათი და 10 წუთი

[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • ავტორი: ლაშა ბუღაძე
  • რეჟისორი : ზურაბ გეწაძე
[/lists] [/lists]
[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • გიორგი ყიფშიძე
  • რუსუდან ბოლქვაძე
  • ნანუკა ლითანიშვილი
  • ნათია ფარჯანაძე
  • ეკა ჩხეიძე
  • ნანა შონია
  • ნიკა წერედიანი
  • ლია კაპანაძე
  • ვანო თარხნიშვილი
  • თემო ნატროშვილი
  • ქეთი ასათიანი
  • მაია გელოვანი
[/lists]

გუშინ თუმანიშვილის სახელობის თეატრში ლაშა ბუღაძის „7 პ.პ.“ (შვიდი პატარა პიესა) ვნახე. პიესა საინტერესოა და რეჟისორული ნამუშევარიც კარგია. „კარგიას“ იმიტომ ვწერ, რომ ე.წ. „თეატრალი“ არ ვარ და ცოდნა, რომელიც საქართველოში განხორციელებულ სხვა დადგმებთან შედარების საშუალებას მომცემდა, არ მაქვს. ამ ბოლო წლებში მხოლოდ ერთი სპექტაკლი მაქვს ნანახი, ისიც ძალიან ცუდი – რუსთაველის თეატრში დადგმული ”ჯარისკაცი, ანგელოზი, დაცვის ბიჭი, პრეზიდენტი და…”. იმედი მაქვს, რომ ის „ძალიან ცუდი“ გამონაკლისია, ხოლო „7 პ.პ.“ თუმანიშვილის თეატრის სცენაზე გამონაკლისი არ არის.

ახლა რაც შეეხება თვითონ სპექტაკლს. ის, მართლაც, შვიდი პატარა პიესისაგან შედგება და შვიდივე პიესა ქართულ საზოგადოებას აღწერს. იმისათვის, რომ გადმოგცეთ, რა დავინახე ამ აღწერებში, ცოტა შორიდან, იმ დროიდან უნდა დავიწყო, როდესაც „7 პ.პ.“-ს ავტორი დაბადებულიც არ იყო:

1964 წელს დაიბეჭდა ჰერბერტ მარკუზეს წიგნი „ერთგანზომილებიანი ადამიანი“, რომელიც მალევე გახდა ჰიპური და ნონ-კონფორმისტული მოძრაობის ფილოსოფიური საყრდენი. ამ წიგნში მარკუზე ამბობდა, რომ თანამედროვე ადამიანი ერთგანზომილებიანია (ორივეგან, როგორც „თავისუფალ დასავლეთში“, ასევე საბჭოთა კავშირში) და ამ ერთგანზომილებიანობას განსაზღვრავს ყალბი საჭიროებების (needs) პროდუცირება. შედეგად, ადამიანი თავისუფალია მხოლოდ საქონლის (goods) არჩევაში და ყიდვაში. ამ ერთგანზომილებიანობას ქმნის ინდუსტრია, რომელიც იმდენად შეჭრილია ყოველი ადამიანის ყოველდღიურ ყოფაში, რომ ადამიანს წარმოების ჯაჭვის ჭანჭიკად აქცევს. აქცევს ისე, რომ მას უვითარდება ყალბი სურვილები, ყალბი წარმოდგენები, ყალბი ვნებები; და ეს ყველაფერი ინდუსტრიულ ჯაჭვში იწარმოება, ისევე როგორც ჩვეულებრივი ნივთი. (ნახეთ თანამედროვე კანადელი რეჟისორის, თეოდორ უშევის მიერ მარკუზეს ამ წიგნის მიხედვით შარშან გადაღებული ანიმაცია Drux Flux , http://www.nfb.ca/film/drux_flux_en ).

მარკუზეს ამ წიგნის შესახებ ბევრი გარჩევა/კრიტიკაა დაწერილი. ისევე როგორც რუთ ბენედიქტს, როდესაც ის იაპონიას აღწერდა „ქრიზანთემა და ხმალში“ (იხ. “ქართული HAJI: საქართველოს საზოგადოების დანაშაული და სირცხვილი“ ), მარკუზესაც არ ქონდა საშუალება ემუშავა საბჭოთა კავშირში და ის მხოლოდ საბიბლიოთეკო და მასმედიიდან მიღებული წყაროებით იფარგლებოდა. შესაბამისად, რამდენადაც ის ზუსტია (მის მიერვე დაწესებული კრიტერიუმების მიხედვით) „დასავლეთის კაპიტალისტურ-ინდუსტრიული საზოგადოების“ აღწერაში, იმდენად ზოგადია საბჭოთა კავშირის მიმართ. საქმე კი იმაშია, რომ საბჭოთა კავშირში ინდუსტრიულ ერთგანზომილებას საბჭოთა იდეოლოგიის მანქანის მიერ შექმნილი სურვილების და ვნებების ფაბრიკაც ახლდა. შესაბამისად, ჩვენი ერთგანზომილებიანობა საბჭოთა კავშირში, თუ შეიძლება ასე ითქვას, ორჯერ და მეტჯერ უფრო ერთგანზომილებიანი იყო, ვიდრე დასავლეთში. ანუ, ჩვენში არანაირი განზომილება არ არსებობდა. ჩვენ ნულოვანი განზომილების საზოგადოებაში ვცხოვრობდით. ამაზე ახლა მსჯელობას არ გავავრცელებ, მაგრამ შეგიძლიათ შეადაროთ ერთმანეთს თუნდაც მუსიკა – ის ნონ-კონფორმისტული მუსიკა, რომლიც იწარმოებოდა საბჭოთა კავშირში (ვისოცკი, ოკუჯავა, გალიჩი, დდტ და ა.შ.), დასავლელი 60-იანელების შემოქმედებას – ვუდსტოკის მონაწილეებისას (ჯო კოკერი, ჯენის ჯოპლინი, ჯიმი ჰენდრიქსი…) და მათაც, ვინც არ მონაწილეობდა (ბითლზი, ბობ დილანი, ლედ ზეპპელინი და ა.შ.). ნახავთ რა პრიმიტიული და შეძრწუნებამდე ნულოვანგანზომილებიანია (მუსიკითაც და ტექსტიტაც) საბჭოთა პოეტების და მუსიკოსების შემოქმედება მათ „დასავლელ“ თანამედროვეებთან შედარებით. საბჭოთა კავშირი პირდაპირ აწარმოებდა და ავრცელებდა ქცევის და სურვილების ფორმებს, რის შედეგადაც ყოველდღიურ ცხოვრებაში განზომილებები გაქრა – აღარ არსებობდა წერტილი, საიდანაც საზოგადოების ფენების და შრეების ერთმანეთისაგან განცალკევებული დანახვა შეიძლებოდა: ყველაფერი ერთმანეთზე იდო და გადადიოდა ერთმანეთში – სიყვარული, აზროვნება, მუშაობა, მეგობრობა, წარმოსახვა, ხელოვნება და ა.შ.

ლაშა ბუღაძის „7 პ.პ.“-ს მიერ შექმნილი ინტელექტუალური გამოწვევაც სწორედ ეს არის: ის აღწერს ნულოვანგანზომილებიან საზოგადოებას. ოღონდ ინდუსტრიის და იდეოლოგიის, ანუ, „ყალბი სურვილების და ვნებების“ მწარმოებლის ადგილს ამ პიესაში ჩვენს საზოგადოებაში არსებული ტრადიციები იკავებენ. პიესიდან ჩანს, თუ როგორც ახორციელებენ ეს ტრადიციები ტერორს, არანაკლებს, ვიდრე საბჭოთა კავშირში ნკვდ და კგბ აკეთებდა. ამიტომ ეს პიესები, მათი სასაცილოობის მიუხედავად, ანდა, სწორედ იმიტომაც, რომ სასაცილოები არიან, ტრაგიკულია. ტრაგიკულია იმიტომ, რომ ნაჩვენებია, როგორ მბრძანებლობენ ტრადიციები ადამიანებზე და როგორ „ანულებენ“ მათ: ნულოვანობის შედეგი კი ტკივილის მიყენებაა, მაგრამ ნულოვანი ადამიანების უმეტესობა ბუღაძის პიესაში, როგორც ტკივილის მიმყენებელი, ასევე მიმღები – ამას, როგორც წესი, ვერ გრძნობს. ტრაგიკულია, როდესაც ცოლი ქმარს (რომელიც როგორც შეუძლია უყვარს) ომში დაღუპვას სთხოვს, ასევე – როდესაც დედა ვერ გამოდის სტერეოტიპული წარმოდგენებიდან და ბავშვს მანიაკ გადიას (კინაღამ) უტოვებს, ასევე – როდესაც ქცევა-წარმოდგენის ტრადიციებისადმი მორჩილებას სტუმარი მასპინძლის შვილის ცემამდე მიჰყავს, ან – [როგორც ჩანს] ქალაქელი ცოლის მცდელობა პროვინციელი ქმარი რაც არ უნდა დაუჯდეს ბომონდის ნაწილი გახადოს და ამ მცდელობაში კინაღამ არ კლავს ცემით.. ნულოვანი განზომილების შედეგია ისიც, რომ ამ პიესაში ყველაფერი „თითქმის“ ხდება – თითქოსდა ტრაგიკული ფინალისკენ მიმავალი მოქმედება არასდროს არ მთავრდება ტრაგიკულად. ნულოვანგანზომილებიან სამყაროში მოქმედების შედეგიც ყოველთვის ნულია.

ბუღაძის პიესაში ტრადიციები მეფობენ, მართავენ და აწარმოებენ ყველაფერს, და ადამიანი ამ ტრადიციების განხორციელებაში ჭანჭიკზე უფრო მეტ როლს არ ასრულებს. ისინი ტრადიციების დიდი წარმოების შემადგენელი პატარ-პატარა, მოსიარულე ტრადიციები არიან. ერთადერთი, ვისაც შეუძლია ტრადიციების ამ დიქტატურაში საკუთარი თავი შეინარჩუნოს, ბავშვებია. ისინი ჯერ კიდევ „ბუნებრივად“ აღიქვავენ გარემოს და „საკუთარი სურვილებიც“ ჯერ-ჯერობით აქვთ. ბავშვი, რომელიც ტირილს მორთავს, როცა ბებიის ბოდვა, შვილიშვილს რომ კარგ და ღირსეულ ცხოვრებას უსურვებს, ქილერობის სურვებაში გადაიზრდება, ქართული ქეიფის დროს სტუმრების მოთხოვნით გაღვიძებული ბავშვი, რომელიც მამას მექრთამეს და კაგებეშნიკს ეძახის მოსალოდნელი, დედის „საყვარლად“ შეგინების ნაცვლად, და ა.შ., ბავშვების ჯერ-კიდევ-ტრადიციად-არქცევის-უნარს მიუთითებს.

მსახიობები კარგად თამაშობენ. ზოგიერთები – ბრწყინვალედ (ამის გაგების უნარი მაქვს – კინოებს ვუყურებ). რამდენად სწორია ლაშა ბუღაძის მიერ საკუთარი საზოგადოების აღწერა, ამას ადვილად შევამოწმებთ: თუკი ეს დადგმა რამდენიმე ათეულ ჩვენებას გაუძლებს (იმედი მაქვს) და თუკი ჩვენი საზოგადოება ასე გარდაუვლად და უპირობოდ ნულოვანგანზომილებიანია, სცენაზე წარმოდგენა აუცილებლად დაკარგავს ტრაგიკულობის შრეს და გადაიქცევა მხოლოდ კომედიად, რომელიც მხოლოდ მაყურებლის გაცინებაზე იქნება მიმართული. თუ შეინარჩუნებს გუშინ მე რომ ვნახე იმ დონეს – მაშინ ჩვენ ტრადიციების დიქტატურიდან, საკუთარი თავის ნულოვანგანზომილებიანობიდან თავის დაღწევის რაღაც შანსი კიდევ გვაქვს.
წყარო: azrebi.ge

Back to top button