მოზარდმაყურებელთა თეატრისპექტაკლები

ამიკო

9.71/10 (შეაფასა (7) - მა მაყურებელმა,)

Loading...
აღწერასპექტაკლზე მუშაობდნენმონაწილეობენ

როგორ ვცხოვრობდით 20 წლის უკან და რა შეიცვალა 20 წლის შემდეგ?არის თუ არა ერთი კონკრეტული ოჯახის ტრაგედია იმ საზოგადოების ტკივილი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ? გაუფასურებული ურთიორთობები, გულგრილობა, გათითოკაცება – იქნებ ახალმა დროებამ თავისი კანონები მოიტანა? სად არის ჭეშმარიტება და ვინ არის მართალი? ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ვარსკვლავის, მსახიობის, დრამატურგისა და რეჟისორის ოთარ ბაღათურიას პიესა „ამიკო“ 1994 წელს დაიწერა. 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპექტაკლი პრობლემის აქტუალურობის გამო 20 წლის შემდეგ კვლავ სცენაზეა. პიესის გმირები მითიური, ისტორიული თუ ლიტერატურული პერსონაჟების სეხნიები არიან. მათ წინამორბედებთან სახელების გარდა აღარაფერი აკავშირებთ. მათი ცხოვრება, მათივე ხელით ისევე ინგრევა როგორც ქვეყანა სადაც ცხოვრობენ.

ფსიქოლოგიური დრამა ორ მოქმედებად; სპექტაკლის ხანგრძლივობა: 2 საათი და 25 წუთი

[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • დამდგმელი რეჟისორი: ოთარ ბაღათურია
  • მხატვარი: აივენგო ჭელიძე
  • კომპოზიტორი: მიხეილ ზაქარიაშვილი
[/lists]
[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • გიორგი ჯიქურიძე
  • ნუგზარ ყურაშვილი
  • ნათია კუპატაძე
  • ნინო ლეჟავა
  • ირაკლი გოგოლაძე
  • მამუკა მუმლაძე
  • ნიკოლოზ ფაიქრიძე
  • ვახტანგ ახალაძე
  • ლიკა შუკაკიძე
  • სოფიო ფერაძე
[/lists]
Back to top button