მოზარდმაყურებელთა თეატრისპექტაკლები

ავაზას ლაქები

8.40/10 (შეაფასა (5) - მა მაყურებელმა,)
Loading...Loading...
აღწერასპექტაკლზე მუშაობდნენმონაწილეობენ

წარმოდგენა პატარებს იმ უხსოვარი დროის ამბავს მოუთხრობს, როდესაც ყველა ცხოველი ერთფერი იყო, არც ზებრას ჰქონდა შავ-თეთრი ზოლები, არც ჟირაფსა და ავაზას ჰქონდათ ლაქებით დაფარული სხეული და არც აფრიკის მკვიდრი იყო შავკანიანი ეთიოპი – წარმოდგენის სანახავად მოსულ ბავშვებს დარბაზში შესვლამდე კაპელდინერები ფერად-ფერადი ბახილების ჩაცმას სთავაზობენ, შემდეგ კი, მწვანე ხალიჩის გავლით დიდ, სრულიად თეთრ სივრცეში აღმოჩნდებიან, რომელიც სპექტაკლის მსვლელობისას თანდათან “ფერადდება”. ამ შემთხვევაში, ბავშვები უბრალო მაყურებლები აღარ არიან, ისინი თავადაც აქტიურად ერთვებიან სპექტაკლში, ეხმარებიან მსახიობებს და სიუჟეტის განვითარებაშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. სპექტაკლში გამოყენებულია სხვადასხვა მხატვრული ხერხი, ვიდეო-პროექცია, მუსიკალური ინსტრუმენტები, რომლებზეც მსახიობები თავად უკრავენ. სპექტაკლს შემეცნებითი დატვირთვაც აქვს – ბავშვები მათთვის გასაგებ ენაზე გაიგებენ და დაიმახსოვრებენ ისეთ ცნებებს, როგორიცაა მიგრაცია, მიმიკრია, ფლორა, ფაუნა და მრავალი სხვა.
მოზარდ მაყურებელთა თეატრში ინტერაქტიული სპექტაკლი ადრეც დადგმულა, თუმცა ასეთი სახით და ფორმით – არასოდეს. შეიძლება ითქვას, ეს არის პირველი ინტერაქტიული წარმოდგენა მოზარდ მაყურებელთა თეატრის ყველაზე პატარა მაყურებლისთვის და მათი და-ძმებისათვის.
სპექტაკლში გამოყენებულია თბილისის მწვანე სკოლის გვირილების კლასის მოსწავლეთა ნახატები

სპექტაკლის ხანგრძლივობა 45 წუთი

[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • დამდგმელი რეჟისორი და ინსცენირების ავტორი – კოტე მირიანაშვილი
  • დამდგმელი მხატვარი – ნუცა ნინო ჭყონია
  • მუსიკალური გამფორმებელი – სანდრო კუჭუხიძე
  • ანიმაცია – გიორგი ჭანტურიასი
  • ლექსის ავტორი – ეკატერინე შარიქაძე
  • რეჟისორის თანაშემწე – ნათია ბოშიშვილი
[/lists]
[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • ანა ზამბახიძე
  • თამარ ლორთქიფანიძე
  • თამარ ტყემალაძე
  • ეკატერინე შარიქაძე
  • თეკლა ჯავახაძე
  • ლაშა გრძელიძე
  • გიორგი ოქრუაშვილი
  • გიორგი შავგულიძე
  • გიორგი ჯიქურიძე
[/lists]
Back to top button
Close