მარიონეტების თეატრისპექტაკლები

ჩემი გაზაფხულის შემოდგომა

9.26/10 (შეაფასა (23) - მა მაყურებელმა,)
Loading...Loading...
აღწერასპექტაკლზე მუშაობდნენმონაწილეობდნენავტორისგან

ეს არის ისტორია დიდი გულის მქონე პატარა ჩიტ ბორია გადაიზე. მოქმედება ომის შემდგომ ქუთაისში ვითარდება. მეარღნე ვარლამის სიკვდილის შემდეგ ბორია ერთადერთ იმედად რჩება ბებია დომნას ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ არ სურდა ქურდობას იწყებს, უყვარდება მშვენიერი ნინელი და თავს მრავალი სახიფათო და საინტერესო თავგადასავალი გადახდება. ეს არის მოთხრობა მოგზაურობაზე, რომელიც გაივლის ოცნებას, სასოწარკვეთას, მრისხანებასა და სიხარულს. ეს მაგიური ნაზავია თოჯინების თეატრის ოსტატობის, ქართული ხალხური სიმღერების, ცეკვებისა და ავტორისათვის ძვირფასი მოგონებების.
სპექტაკლი ხანგრძლივობა – 90 წუთი
სპექტაკლი „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“ შექმნილია თეატრ VIDY-LAUSANNE-თან ერთად
პრემიერა შედგა – 2002 წელს ლოზანაში, შვეიცარია.

[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • პიესის ავტორი – რეზო გაბრიაძე
  • დამდგმელი რეჟისორი – რეზო გაბრიაძე
  • უსიკალური გაფორმება – რეზო გაბრიაძე, ელენე ჯაფარიძე
  • რადისტი – ზურა ნადარაია
  • თოჯინები – ლუკა გონაშვილი, შმაგი სავანელი
  • დეკორაცია – ლუკა გონაშვილი, ვლადიმერ მელცერი, ავთანდილ გონაშვილი, გელა ჯანგირაშვილი
  • კოსტუმები – გაიანე თაყაიშვილი, მაია კობახიძე, თამარ ამირეჯიბი, ირინა უჯმაჯურიძე, თამარ კობახიძე
[/lists]
[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • ბორია – რამაზ ჩხიკვაძე
  • დომნა – რუსუდან ბოლქვაძე
  • ვარლამი – ლეო ანთაძე
  • ნინელი – ნათია კავსაძე
  • კაკაურიძე – კახი კავსაძე
  • ფლორა – ნანა ფაჩუაშვილი
  • შალომი – კახი მაისურაძე
  • ადვოკატი – გივი ბერიკაშვილი
  • მოსამართლე – რეზო თავართქილაძე
  • პროკურორი – რუსლან მიქაბერიძე
  • მძიმე ინდუსტრიის მუშაკები – ციალა გურგენიძე, ნელი მინდიაშვილი, თინა კოზანოვა
  • აგენტი №23 – ბადრი გვაზავა
[/lists]

„ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“ სიმღერაა ბებიაჩემზე, ომისშემდგომი წლების დაცარიელებულ და გაღატაკებულ ქუთაისზე. იგივე ხდებოდა ალბათ ნიჟნი ნოვგოროდსა და სამარაში: სიცივე, შიმშილი, ნავთქურები და ხალხის გასაოცარი კეთილშობილება.იყო სურვილი სიცოცხლისა, სიყვარულისა – ის, რაც ჩემი აზრით განასხვავებს ჩვენს მძიმე წლებს სხვა მძიმე წლებისაგან. მაშინდელ ხალხს გააჩნდა „სიცოცხლის წყალი“, რაც მათ „გახმობის“ საშუალებას არ აძლევდა, ეხმარებოდა და ცხოვრების ხალისს აძლევდა. თუ ამან აგაღელვათ, მაშინ ჩემი ამოცანა შესრულებულია.“
რეზო გაბრიაძე

Back to top button
Close