თუმანიშვილის თეატრისპექტაკლები

ჩიტის მოტანილი ამბავი

10.00/10 (შეაფასა (2) - მა მაყურებელმა,)
Loading...

სპექტაკლს საფუძვლად დაედო ნოდარ დუმბაძის ორი მოთხრობა – “ჩიტი” და “დედა”, აგრეთვე ფრაგმენტები მოთხრობებიდან: “დიდრო”, “კორიდა”, “ქალაქში მიმინოს რა უნდა” და “მზე”. მოქმედება მიმდინარეობს საერთო სცენურ სივრცეში საგანგებოდ ერთად მოქცეულ ორ კონკრეტულ ადგილას: გულრიფშსა და თბილისში. გულრიფშში მამაა, თბილისში _ შვილი. ისინი რაღაც გაურკვევლმა ძალამ დააშორა. ლოთ შვილს ჰგონია, რომ ეს ძალა მიმინოა, რომელიც ქალაქში შემოიჭრა და მისი მეგობარი, პატარა ჩიტი, თავშაველა მოიტაცა. მამა კი ფიქრობს, რომ ეს “გაურკვეველი ძალა” თავშაველაა, რომელმაც ცუდი ამბავი მოუტანა. “ბედისწერის ჩიტთან” მებრძოლი მამა იღუპება, შვილს კი ჩიტი გადაარჩენს – ის ხომ გარდაცვლილი დედის სულია. მოთხრობის რეალისტური პერსონაჟის, ჩიტის “გაადამიანებამ” სპექტაკლს მისტიური ელფერი შესძინა. ნოდარ დუმბაძის იუმორით და სიკეთით აღსავსე ტექსტი საშუალებას იძლევა პათეტიკის გარეშე ვისაუბროთ ისეთ რთულ თემებზე, როგორიცაა სიკვდილი და სიცოცხლე, მზის, ზღვის, მიწის, გარდაცვლილი მშობლების მონატრება. შეიძლება ითქვას, რომ ეს სპექტაკლი დაკარგული მიწის მონატრებაზეა. ნოდარ დუმბაძის მიერ 35 წლის წინ დაწერილი მოთხრობები მარადიულ ფასეულობებს ეხება და, როგორც ჭეშმარიტ კლასიკას სჩვევია, დრომ ისინი უფრო აქტუალური გახადა.
სპექტაკლი ეძღვნება გიორგი გეგეჭკორისა და ნათელა ურუშაძის ხსოვნას
ერთ მოქმედებიანი სევდიანი კომედია

[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • ავტორი: ნოდარ დუმბაძე
  • რეჟისორი და ინსცენირების ავტორი: კოტე მირიანაშვილი
  • მხატვარი: მურმან ბაღაშვილი
  • კოსტუმების მხატვარი: მაია სხირტლაძე
  • კომპოზიტორი: დავით მალაზონია
  • ქორეოგრაფი: მარიამ ალექსიძე
  • ტექნიკური რეჟისორი: თამარ სესიაშვილი
[/lists]
[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • ნინო ბურდული
  • ანა ნიკოლაშვილი
  • ნანა შონია
  • დარეჯან ჯოჯუა
  • ვახტანგ ახალაძე
  • ვანო დუგლაძე
  • სოსო ხვედელიძე
[/lists]
Back to top button
Close