პანტომომის თეატრისპექტაკლები

დონჟუანი

6.67/10 (შეაფასა (6) - მა მაყურებელმა,)

Loading...

კომანდორის სასახლე. შემოდიან დონჟუანი და მისი მსახური, ეძებენ ანას, კომანდორის მეუღლეს. უცებ ყველაფერი შეიცვლება, შუა სცენაზე გამოჩნდება გლუკი და ჩვენს თვალწინ გადაიშლება ქალაქ სევილიის ერთ-ერთი კუთხე. გლუკი ასრულებს უვერტურას. შემდეგ იწყება ქალებისა და ვაჟების სერობა, კომანდორი ეძებს დონჟუანს, რომ შური იძიოს. აი ისინი შეხვდებიან, მათ შორის იწყება ბრძოლა და დონჟუანი კლავს კომანდორს. იცვლება სცენა, მოედანი, ხალხი სეირნობს, ანა კი გლოვობს კომანდორს, მას ყველა უთანაგრძნობს, დონჟუანი კი ხალხში ეძებს მის გულისწორს. აქ მოხდება შეტაკება, დომჟუანი კლავს რამდენიმე მამაკაცს. იგი ამ არეულობაში იპოვნის ანას, იწყება მათი სასიყვარულო სცენა. ამ სიყვარულის დროს ანა კვლავ გაუჩინარდება. დონჟუანი ეძებს ანას, რომ ვერ იპოვნის გამწარებული დაერევა და რამდენიმე მამაკაცი შემოაკვდება. მის დასაწყნარებლად გამოჩნდებიან ქალები, შემოეხვევიან და თავიანთ ალერსში გაახვევენ. უქალებოდ დარჩენილი მამაკაცები ეძებენ თავიანთ გულისწორებს. ამ ძებნაში მიადგებიან შენობას, სადაც მათ ელოდებათ თავიანთი ქალები, შეანგრევენ კარებს, ქალები მაშინათვე შემოეხვევიან და იწყება ალერსი. დონჟუანის მსახური კი ეკამათება დონჟუანს, რომ მისი ასეთი საქციელი კარგსარაფერს მოუტონს. დონჟუანი არ ისმენს მის რჩევას. ქალები მას აუხვევენ თვალებს და ის კვლავ ეძებს ანას, რომ ვერ იპოვის, ჩამოიხსნის თვალებიდან ნიღაბს, დაერევა ყველას, გულს იჯერებს და გადის სცენიდან. მსახური ეფერება ხალხს და ცდილობს ყველაფერი მოფერებით მოაწესრიგოს. ამ სიმშვიდეში გამოჩნდება დონჟუაი, მსახურს გადააცმევს თავის ტანსაცმელს და მსახურის მოსასხამში ეძებს ანას. ამ ძებნაში დონჟუანი წააწყდება კომანდორს, ისინი ერთმანეთს დაერევიან, კომანდორის ჯარისკაცები დონჟუანს გაკოჭავენ. კომანდორი კლავს დონჟუანს და მას ცეცხლს წაუკიდებს. დონჟუანის ცხედარი მიაქვს მსახურს. ისევ ქალაქის სევილიის ერთ-ერთ კუთხეზე, ამაღლებულ პედისტალზე დგას გლუკი და უკრავს თავის სევდიან მელოდიას.

[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • დადგმა და ლიბრეტოს ავტორი – ამირან შალიკაშვილი
[/lists]
[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • გლუკი – ამირან შალიკაშვილი
  • დონჟუანი – ამირან შალიკაშვილი (უმცროსი)
  • დედოფალი ანა – სალომე ფილიშვილი
  • კომანდორი – გიორგი გურგენიძე
[/lists]
Back to top button