თოჯინების თეატრისპექტაკლები

ფერადი ოცნების გზაჯვარედინი

7.14/10 (შეაფასა (7) - მა მაყურებელმა,)
Loading...Loading...
აღწერასპექტაკლზე მუშაობდნენმონაწილეობენ

პატარა ნია ვარცხნილობის კონკურსში მონაწილეობაზე ოცნებობს. დაეძებს ცირკის ყოვლისშემძლე ილუზიონისტს, რომ მან ვარცხნილობა მოელვარე თვლებით დაუმშვენოს. ცირკში ნია დამწყებ ჯამბაზს – ზუზუს გადაეყრება. ზუზუც ილუზიონისტს დაეძებს. თურმე ბედნიერების მომტანი თილისმა “პეპელა” დაუკარგავს და იმედი აქვს, რომ ილუზიონისტი აპოვნინებს. ეჰ!.. სასწაულმოქმედი ილუზიონისტი დასასვენებლად გამგზავრებულა ოცნების სანაპიროზე… იცით, ვინ დაეხმარება ნიასა და ზუზუს?! – მხიარული თუთიყუში ქრიქრინელა! დიდი ილუზიონისტის პატარა თანაშემწე. ზუზუ ოკეანის ფსკერზე ჩაყვინთავს, რომ ნიასთვის მოციმციმე თვლები იპოვოს. ვერ იპოვის და გზა დაებნევა საბრალოს. საოცარი ამბები მოხდება! ნია ზუზუს გადასარჩენად თავის მშვენიერ ვარცხნილობას გაიმეტეს; თმის გორგალს დაახვევს და ფსკერზე ჩაუშვებს. ნიას თმები ბილიკებად დაიშლება და ოკეანის ლაბირინთიდან უვნებლად ამოიყვანს ზუზუს. ოკეანის ფსკერიდან ზუზუ მხოლოდ მომღერალ ნიჟარას ამოიტანს. პატარა ილუზიონისტი ქრიქრინელა მომღერალი ნიჟარის საშუალებით ნამდვილ ვარსკვლავთცვენას გამოიწვევს. ვარსკვლავი რომ მოფრინავს, ყველა ნატვრას ასრულებს.
ყველას, ყველას ნატვრა აუსრულდება!

[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • რეჟისორი: ელენე მაცხონაშვილი
  • მხატვარი: ვახტანგ ქორიძე
  • კომპოზიტორი: შალვა მაცხონაშვილი
[/lists]
[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • მალხაზ გაბუნია
  • თეა კიწმარიშვილი
  • მაია მაზიაშვილი
  • მაია მალხაზიშვილი
  • გიორგი მეძმარიაშვილი
  • ნათია შეშაბერიძე
  • მარიკა ძაგნიძე
  • მანანა წიკლაური
  • ვახტანგ ჭელიძე
  • ნათია ხმიადაშვილი
[/lists]
Back to top button
Close