მოზარდმაყურებელთა თეატრისიახლეებისპექტაკლები

ღამე და თუთიყუში

7.42/10 (შეაფასა (19) - მა მაყურებელმა,)

Loading...
აღწერასპექტაკლზე მუშაობდნენმონაწილეობენ

“ღამე და თუთიყუში” თამაზ ბაძაღუას უკანასკნელი პიესაა, რომელიც პირველად 2001 წელს ერთი მსახიობის თეატრში რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა მსახიობ დუტა სხირტლაძესთან ერთად დადგა.
დიმიტრი ხვთისიაშვილის დღევანდელ ვერსიაში მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ნიკა ფაიქრიძე სრულიად ახალ ამპლუაში გვევლინება.

“დაკარგული თაობის” პერსონაჟი მოგვითხრობს თუ როგორ და რატომ დაკარგა ადამიანური ღირსება, როგორ უღალატეს სხვებმა, თავადაც როგორ უღალატა საკუთარ თავს და იქამდე დაეცა, რომ ყოველ დღე უნდა მოკლას “ვირთხებად” ქცეული მტერი, რითაც არა მხოლოდ მოღალატე ცოლზე იძიებს შურს, არამედ საკუთარი “ღირსების აღდგენასაც” ცდილობს.

სპექტაკლში გამოყენებულია მხატვარ მარინა ნაცვლიშვილის ესკიზები, ნუგზარ შიუკაშვილისა და ნიკა ფაიქრიძის ლექსები. სპექტაკლი მუსიკალურად ალექსანდრა ლორთქიფანიძემ გააფორმა.

მონო სპექტაკლი ეძღვნება მსახიობ კოტე თოლორდავას ხსოვნას, რომელმაც ამ პიესის თამაში ტრაგიკულად დაღუპვის გამო ვერ მოასწრო.

[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • ავტორი – თამაზ ბაძაღუა
  • დამდგმელი რეჟისორი – დიმიტრი ხვთისიაშვილი
  • მხატვარი – მარინა ნაცვლიშვილი
  • მუსიკალური გაფორმება – ალექსანდრა ლორთქიფანიძის
[/lists]
[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • ნიკა ფაიქრიძე
[/lists]
Back to top button