ახმეტელის თეატრისპექტაკლები

იმერული რეკვიემი

7.89/10 (შეაფასა (18) - მა მაყურებელმა,)
Loading...Loading...
აღწერასპექტაკლზე მუშაობდნენმონაწილეობენ

იმერული რეკვიემი– ასე ჰქვია თანამედროვე ქართველი დრამატურგის – რეზო კლდიაშვილის პიესას, რომელიც ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირაკლი გოგიამ განახორციელა. შურა ექთანი, კაბირია, პისტი, ტატიანა, კლავდია, გულთმისანი, ვალოდია, როსტომი, სამუელა – კოლორიტული და საოცრად სევდიანი პერსონაჟები შუაგულ იმერეთიდან, წინწკილას მთაზე მიტოვებული ფსიქიატრიული საავადმყოფოს გავერანებული ტერიტორიიდან ტრაგიკომიკურ სანახაობას ქმნიან, პოლიტიკური ელფერით და იმერული პეწით გაჯერებული დიალოგები და შურა ექთნისა და მისი ყოფილი პაციენტების მოლოდინი ამ “მუდმივად არეულ ქვეყანაში” დალაგებული ცხოვრებისა. შურა ექთნის როლში მაყურებელი თათული ედიშერაშვილს იხილავს, რომელიც ახმეტელის თეატრის მსახიობის რანგში წარდგება პუბლიკის წინაშე. თუ მკითხავთ პიესა “იმერული რეკვიემი” რაზეა, პირდაპირ გიპასუხებთ – ჩ ვ ე ნ ზ ე ა! ჩემი გმირები ფსიქიატრიული საავადმყოფოს ყოფილი ბინადრები არიან, ისევე როგორც მთელი საქართველოა მოლოდინის რეჟიმში, ასევე ისინიც ელოდებიან იმ ”რაღაცას”. განა ასე არა ვართ? ველოდებით რაღაც-რაღაცეებს, ვიღაცეებისგან ”მაპს”, ”ნატოში” შესვლასაც, ვფანტაზიორობთ. ფინალში, რაც ხდება სპექტაკლს, რომ ნახავთ, მაშინ, გაიგებთ. მიყვარს ჩემი გმირები და ამ სიყვარულმა დამაწერინა “იმერული რეკვიემი”. ამ პიესის გმირები ეჭვისთვალით უყურებენ მომავალს, მაგრამ მაინც ოცნებობენ, როგორც მთელი საქართველოს მოსახლეობა ოცნებობს. “იმერული რეკვიემის” გმირები ფინალურ სცენაში სიკვდილს თვალებში ჩახედავენ, არაამქვეყნიური გამჭოლი მზერით გაჰყურებენ ჰორიზონტს. რატომ ჰორიზონტს? რატომ და მეც მჭირდება, ისევე როგორც ჩემი პიესის გმირებს რაღაც სასიკეთოს გამოჩენა, თუნდაც შორიდან, ასეთ პირობებში ცხოვრება, სადაც პათოლოგია ნორმად იქცა წარმოუდგენელია – დ ა ვ ი ღ ა ლ ე თ!
ერთ მოქმედებად, ხანგრძლივობა 1 სთ და 25 წუთი

[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • ავტორი: რეზო კლდიაშვილი
  • რეჟისორი: ირაკლი გოგია
  • მხატვარი: აივენგო ჭელიძე
  • კოსტიუმების მხატვარი: მარიკა კვაჭაძე
  • ქორეოგრაფი: გიორგი რაზმაძე
  • რეჟისორის თანაშემწე: ნანა ნემსიწვერიძე
[/lists]
[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • შურა ექთანი – თათული ედიშერაშვილი
  • კაბირია – თამარ ბეჟუაშვილი
  • პისტი – მზია ტალიაშვილი
  • ვალოდია – მამუკა მაზავრიშვილი
  • როსტომი – ვაჟა ციცილოშვილი
  • გულთმისანი – გიორგი გასვიანი
  • ტატიანა – ნელი ბადალაშვილი
  • კლავდია – ლიკა ქუთათელაძე
  • სამუელა – ვასილ შიხაშვილი
[/lists]
Back to top button
Close