მუსიკისა და დრამის თეატრი

კარმენი

9.00/10 (შეაფასა (10) - მა მაყურებელმა,)
Loading...Loading...
აღწერასპექტაკლზე მუშაობდნენმონაწილეობენ

ქორეოგრაფიული დრამა „კარმენი“ დადგმულია ბიზე-შჩედრინის „კარმენ-სუიტა“-ს მუსიკაზე, რაც თითქოს თავისთავად მოითხოვს საბალეტო დასის მონაწილეობას, თუმცა ამ შემთხვევაში პროსპერ მერიმეს ნოველის სიუჟეტის სიმძაფრეს მხოლოდ დრამატული თეატრის მსახიობები წარმოადგენენ. სწორედ ეს სინთეზი განსაზღვრავს სპექტაკლის ჟანრს, როგორც ქორეო-დრამას. ქორეო-დრამა „კარმენი“ არის თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრისა და “Moving Theatre”-ს (დიდი ბრიტანეთი) ერთობლივი ნაწარმოები, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის განათლებისა და კულტურის პროგრამების საერთაშორისო პროექტში, რომელშიც გაერთიანებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნები (საფრანგეთი, რუმინეთი, ბრიტანეთი). სპექტაკლის პრემიერა შედგა ლონდონში.

ხანგრძლივობა 50 წთ. ქორეოგრაფიული დრამა ერთ მოქმედებად

[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • მუსიკა – ბიზე-შჩედრინი
  • ლიბრეტო – პროსპერ მერიმე
  • დამდგმელი ქორეოგრაფი – კონსტანტინე ფურცელაძე
  • კოსტუმების მხატვარი – ანანო მოსიძე
  • განათების მხატვარი – ია ნადირაშვილი
  • ხმის რეჟისორი – ემზარ ბეგიაშვილი
[/lists]
[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • კარმენი – ანა ალექსიშვილი
  • ხოსე – ბაჩო ჩაჩიბაია
  • ტორეადორი – არჩილ სოლოღაშვილი
  • ლეიტენანტი – გიორგი ტორიაშვილი
  • ქორო:  ქეთევან ასათიანი, ნუცა გუჩაშვილი, ეკატერინე დემეტრაძე, ანა წერეთელი, ანა ჯავახიშვილი, გიორგი ბახუტაშვილი, ლევან კახელი, გიგი ქარსელაძე
[/lists]
Back to top button
Close